
ვაზისუბანში აფეთქებას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, შემთხვევა ვაზისუბანში, პირველ მიკრორაიონში მოხდა.
აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.