24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
26.09.2016 / 13:09
შრიფტის ზომა:

ალექსანდრე ჯეჯელავა - ლამის, ჰარვარდზე ძნელი გახდა გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა

ლამის, ჰარვარდზე ძნელი გახდა გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

განათლების მინისტრი მედიის წარმომადგენლებს ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალი სკოლების მშენებლობის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მოსახლეობის ბოლო აღწერის შედეგად გამოჩნდა, რომ თბილისი რაოდენობრივად იზრდება და რეგიონები მცირდება. გარდა იმისა, რომ შობადობა გაზრდილია, სოფლიდან ქალაქისკენ და კონკრეტულად, რეგიონებიდან თბილისისკენ მოძრაობა გაზრდილია. სკოლის მოსწავლეების რაოდენობა შეიძლება პირობითად შემცირდეს საჩხერეში, ჩოხატაურში და გაიზარდოს თბილისში.

ყველაზე სწრაფად იზრდება გლდანი, მუხიანი, ვარკეთილი, დიდი დიღომი, სადაც არის დიდი უბნები, რადგან იქ შედარებით ხელმისაწვდომია საცხოვრებელი ფართი. რაოდენობა იზრდება საბურთალოზეც და სხვა უბნებშიც, მაგრამ ყველაზე მეტად იზრდება გლდანში. მოკლედ, ჰარვარდზე ძნელი გახდა, გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა, ლამის მართლა. როდესაც 9:00 საათზე რეგისტრაცია იხსნება, 5-10 წუთში მთავრდება. არის სკოლები, სადაც ადგილები არის, მაგრამ მუხიანში მცხოვრებ ოჯახს ვერ ეტყვი, - მოდი, აგერ, მშვენიერი სკოლა არის ნაძალადევში და იქ ატარე ბავშვი, ან სხვა მიმართულებით. მოკლედ, ახალი სკოლების მშენებლობის გარეშე ვერ გავძვრებით", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის ინფორმაციით, პროცესი დაწყებულია, 10-ზე მეტი სკოლის მშენებლობა დასრულდა და მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა. ამავე კონსტექსტში განათლების მინისტრმა რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესში ამერიკელების დახმარებაზე ისაუბრა.

მკითხველის კომენტარები
(2)

ანა
27 სექტემბერი , 2016 09:09

ძალიან მომწონს ეს მინისტრი, ერთი ისიც გაითვალისწინოს რომ ერთ წელს დაბადებული ბავშვები შუშვას ერთ კლასში და რაღაც დღეების გამო არ დატოვოს ერთი წლით სახლში, იმედი მაქვს რომ ამას გააკეთებს და მერე მართლაც შესანიშნავი მინისტრის სახელი ექნება

მერაბი
26 სექტემბერი , 2016 18:09

ბაღშიც, ბაღშიც. გამოვცადეთ უკვე. N35–ში რეგისტრაციის დაწყებამდე შევსებული იყო უკვე ადგილები :(

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ალექსანდრე ჯეჯელავა - ლამის, ჰარვარდზე ძნელი გახდა გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა | Allnews.Ge