საზოგადოება
30.09.2016 / 09:09
შრიფტის ზომა:

თბილისში 10 ახალი ავტობუსი შემოვიდა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

თბილისში, ვარდების მოედანზე, დღეს MAN -ის 10 ახალი ავტობუსის პრეზენტაცია გაიმართა. ავტობუსები უახლოეს დღეებში №61 ხაზზე იმოძრავებენ.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ახალი ავტობუსები ევროსტანდარტების შესაბამისია, ეკოლოგიურად სუფთაა და მუშაობს CNG-ის საწვავზე.

"მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები არის გარემოსთვის უსაფრთხო. ეს არის ბუნებრივ გაზზე მომუშავე ევროექვსის მარკის ავტობუსები, რომელიც არის ყველაზე მაღალი კლასის საქალაქო ავტობუსი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე თქმით, ავტობუსებში იქნება გათბობისა და კონდიცირების სისტემა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ახალი ავტობუსებისთვის სასესხო რესურსი - 27 მილიონი გამოყო EBRD-მა, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა E5P-მ 7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 143 ავტობუსი თებერვლის ბოლომდე შემოვა თბილისში. დავით ნარმანიას თქმით, 13 ავტობუსი შემოვა იანვარში, 60 - თებერვალში, 60 ავტობუსი - მარტში.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ გარდა კომფორტისა და ისინი მუშაობენ ბუნებრივ გაზზე.

მკითხველის კომენტარები
(1)

ზვიადი
30 სექტემბერი , 2016 09:09

საზურგეებზე ლითონის ფურცლები გადააკარით, რომ არ დაჭრან

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისში 10 ახალი ავტობუსი შემოვიდა | Allnews.Ge