
საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც კვლავაც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას, - ამის შესახებ რომის პაპმა მიხეილ მესხის სტადიონზე განაცხადა, სადაც წმინდა წირვა მიმდინარეობს.
"თქვენი მშვენიერი ქვეყნის მდიდარ საგანძურში გამორჩეული ადგილი უკავია იმ დიდ ფასეულობას, რომელსაც ქალი ჰქვია. როგორც ყრმა იესოს წმიდა ტერეზა წერდა, რომელსაც დღეს მოვიხსენიებთ, "ღმერთი გაცილებით მეტ ქალს უყვარს, ვიდრე მამაკაცს" . საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც კვლავაც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას, და ღვთიური ნუგეშის მაცოცხლებელი წყალი მიაქვთ უამრავ გაუდაბურებულ და მტრულ ვითარებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეს გვეხმარება უკეთ შევიცნოთ სილამაზე დღევანდელ პირველ საკითხავში მოსმენილი უფლისეული სიტყვებისა: "როგორც დედა ანუგეშებს შვილს, ისე განუგეშებთ მეც". როგორც დედა იტვირთავს ხოლმე თავისი შვილების სიმძიმესა და გასაჭირს, ასევე ღმერთიც აღიღებს ჩვენს ცოდვებსა და საზრუნავს; იგი გვიცნობს და უსაზღვროდ ვუყვარვართ, მგრძნობიარეა ჩვენი ლოცვებისადმი და გვიმშრალებს ცრემლს. როდესაც გვიმზერს, გული ულბება, უჩუყდება, ღრმა სიყვარულით ევსება, რადგან, რაოდენი ბოროტების ჩამდენნიც არ უნდა ვიყოთ, მაინც მისი შვილები ვართ; სურს ხელში აგვიყვანოს, დაგვიცვას, საფრთხეებსა და ბოროტებას განგვარიდოს. დაე, ჩვენს გულებში გაჟღერდეს ეს სიტყვები, რომლითაც დღეს მოგვმართავს: "როგორც დედა ანუგეშებს შვილს, მეც ისე განუგეშებთ", - განაცხადა რომის პაპმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოს განათლების ჰაბად გადაქცევა ჩვენი სტრატეგიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა PMC კვლევითი ცენტრის მიერ საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პერსპექტივების შესახებ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომლის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. განათლების მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინ სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულ უმაღლეს განათლებას აქვს პოტენციალი, მოიწვიოს სასწავლებლად უცხოელი სტუდენტები.
"ეს ჩანს იქიდანაც, რომ ფაქტიურად არაფერი არ გაუკეთებია სახელმწიფოს, არაფერი არ გაგვიკეთებია ამ მიმართულებით და 7 000-მდე უცხოელი სტუდენტი უკვე გვყავს ძალიან ბევრ ქართულ სასწავლებელში გადანაწილებული. ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რესურსი გაორმაგდება და გასამმაგდება", - განაცხადა განათლების მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ხარისხიანი განათლების რეპუტაცია. სტუდენტური ცხოვრების თვალსაზრისით არის ძალიან კარგი პირობები. ქვეყანას აქვს კარგი უნივერსიტეტები, კამპუსები და ასეთი დაწესებულებების რაოდენობა საქართველოში იზრდება.
ყოველივე ამის გათვალისწინებით მინისტრი დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია საქართველოში უცხოელი სტუდენტების რაოდენობის გაზრდა და მათი დაინტერესება. მინისტრმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ PMC კვლევის ცენტრის მიერ საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის პერსპექტივების შესახებ კვლევის ჩატარება მათი ინტერესის საგანიც იყო.
"აგვისტოში ელჩებთან ამ მიმართულებით ვიმუშავეთ. ამბასადორიალის დროს ყველა ქართველი ელჩი ჩამოსული იყო ასევე იმ ქვეყნების ელჩებს შევხვდით, სადაც ჩვენ გვყავს ელჩები და სტუდენტების მოზიდვის შესახებ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ. ვმუშაობთ საერთო საცხოვრებლების განვითარების მიმართულებით. ასევე იმისათვის, რომ საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლებმა საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარონ და ვეხმარებით თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს, მათი პროგრამების განვითარება-დახვეწის კუთხით", - განაცხადა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მკითხველის კომენტარები
(1)
ყველას გაუმარჯოს, ვისაც საქართველო უყვარს და ტკივა, ვინც არ უნდა იყოს ის, სისხლით ქართველი თუ არაქართველი, ღმერთმა გაუმარჯოს მას. მაგრამ ყველა მომხვდურს და ძალად ჩანერგილს ქართველებში, ვინც ცხვრის ქურქში გახვეულა, საქართველო და ქართველები ძულს და ყველაფერს აკეთებს ქართველთა აწიოკებისათვის (ვგულისხმობ გნაცელებს და არასამთავრობოებს...), ღმერთი მიუზღავს საკადრისს.როგორც ვხედავ მეტი საშველი არ გვავვს. არავითარი სხვა ხსნა, სხვა გზა არ გაგვაჩნია.