
სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი მთლიან მოსახლეობაში უკანასკნელ წლებში სტაბილურ მაჩვენებელს ინარჩუნებს, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება.
გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2014-15 წლებში გარდაცვლილთა რიცხოვნობა თითქმის ერთ მაჩვენებელზეა, წლიურად მათი რაოდენობა 49 121-ია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 000 მოსახლეზე კი 13,2.
უნდა აღინიშნოს, 2006 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 42 255-ს, ხოლო 2007 წელს 41 178-ს შეადგენდა, წლიდან წლამდე კი მაჩვენებელი გაიზარდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 69% კარდიოვასკულურ ავადმყოფობებზე (გულსისხლძარღვთა დაავადებები) მოდის.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას შეფასებით, გულსისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა ყველა ქვეყანაში პირველ ადგილზეა.
"ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში გულსისხლძარღვთა დაავადებების სტატისტიკა იზრდება, პირიქით, 2008 წელს მისი მაჩვენებელი 71% იყო, 2014 წელს კი 69% გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან აქტიურადაა გავრცელებული ის ფაქტორები, რომლებიც ხელს კარდიოვასკულური დაავადებების გაზრდას უწყობს, თუნდაც იმიტომ, რომ თამბაქოს მოხმარების მხრივ ევროპაში მეორე ადგილზე ვართ, ასევე დიდია ალკოჰოლის მოხმარება, არაჯანსაღი კვება და სიმსუქნე, ჰაერის დაბინძურება, ხმაური," - განმარტა სპეციალისტმა.
გულის დაავადებების შემდეგ საქართველოში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა, რომლით გარდაცვლილთა რაოდენობა 14%-ს შეადგენს.
ჰაერის დაბინძურების რეიტინგში საქართველო პირველ ადგილს იკავებს
ლელა სტურუას თქმით, მიუხედავად უფასო სკრინინგისა და უფასო გამოკვლევების პროგრამებისა, ქვეყანაში კიბოთი მაინც დაგვიანებული დიაგნოზის გამო იღუპებიან.
"ამ დაავადების მქონე პაციენტთა უმრავლესობა დაგვიანებული დიაგნოსტიკის გამო იღუპება.
გარდა ამისა, არაგადამდები დაავადებები შესაძლოა გენეტიკურიც იყოს, კიბო ზოგადად მთელს მსოფლიოში აქტიურადაა გავრცელებული და აღნიშნულით გარდაცვლილთა რაოდენობაც იზრდება. ზოგიერთმა ქვეყანამ თუ მოახერხა, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებები შეემცირებინა, სიმსივნის შემთხვევაში, განვითარებულმა სამყარომ იგივე ვერ შეძლო," - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა.
კვლევის მიხედვით, სიკვდილის მიზეზებს შორის, მესამე ადგილს 6%-ით არაგადამდები ავადმყოფობები იკავებს, 4%-ს რესპირაციული (სასუნთქი სისტემის) ავადმყოფობები; 3%-ს გაურკვეველი დაავადებები და 3%-ს ტრავმები.
საქართველოში ყველაზე ცოტა ადამიანი დიაბეტით იღუპება, მათი მაჩვენებელი 1%-ია.
მარიამ მენაბდიშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი მთლიან მოსახლეობაში უკანასკნელ წლებში სტაბილურ მაჩვენებელს ინარჩუნებს, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება.
გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2014-15 წლებში გარდაცვლილთა რიცხოვნობა თითქმის ერთ მაჩვენებელზეა, წლიურად მათი რაოდენობა 49 121-ია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 000 მოსახლეზე კი 13,2.
უნდა აღინიშნოს, 2006 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 42 255-ს, ხოლო 2007 წელს 41 178-ს შეადგენდა, წლიდან წლამდე კი მაჩვენებელი გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 69% კარდიოვასკულურ ავადმყოფობებზე (გულსისხლძარღვთა დაავადებები) მოდის.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას შეფასებით, გულსისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა ყველა ქვეყანაში პირველ ადგილზეა.
"ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში გულსისხლძარღვთა დაავადებების სტატისტიკა იზრდება, პირიქით, 2008 წელს მისი მაჩვენებელი 71% იყო, 2014 წელს კი 69% გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან აქტიურადაა გავრცელებული ის ფაქტორები, რომლებიც ხელს კარდიოვასკულური დაავადებების გაზრდას უწყობს, თუნდაც იმიტომ, რომ თამბაქოს მოხმარების მხრივ ევროპაში მეორე ადგილზე ვართ, ასევე დიდია ალკოჰოლის მოხმარება, არაჯანსაღი კვება და სიმსუქნე, ჰაერის დაბინძურება, ხმაური," - განმარტა სპეციალისტმა.
გულის დაავადებების შემდეგ საქართველოში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა, რომლით გარდაცვლილთა რაოდენობა 14%-ს შეადგენს.
ჰაერის დაბინძურების რეიტინგში საქართველო პირველ ადგილს იკავებს
ლელა სტურუას თქმით, მიუხედავად უფასო სკრინინგისა და უფასო გამოკვლევების პროგრამებისა, ქვეყანაში კიბოთი მაინც დაგვიანებული დიაგნოზის გამო იღუპებიან.
"ამ დაავადების მქონე პაციენტთა უმრავლესობა დაგვიანებული დიაგნოსტიკის გამო იღუპება.
გარდა ამისა, არაგადამდები დაავადებები შესაძლოა გენეტიკურიც იყოს, კიბო ზოგადად მთელს მსოფლიოში აქტიურადაა გავრცელებული და აღნიშნულით გარდაცვლილთა რაოდენობაც იზრდება. ზოგიერთმა ქვეყანამ თუ მოახერხა, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებები შეემცირებინა, სიმსივნის შემთხვევაში, განვითარებულმა სამყარომ იგივე ვერ შეძლო," - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა.
კვლევის მიხედვით, სიკვდილის მიზეზებს შორის, მესამე ადგილს 6%-ით არაგადამდები ავადმყოფობები იკავებს, 4%-ს რესპირაციული (სასუნთქი სისტემის) ავადმყოფობები; 3%-ს გაურკვეველი დაავადებები და 3%-ს ტრავმები.
საქართველოში ყველაზე ცოტა ადამიანი დიაბეტით იღუპება, მათი მაჩვენებელი 1%-ია.
მარიამ მენაბდიშვილი
მკითხველის კომენტარები
(2)
წერთ, კიბოთი დავადებულები დროულად არ მიმართავენო....ამის დამწერი და გამომკვლევმა იქნებ ჩაატაროთ სტატ. გამოკვლევა, რომელი კატეგორია არ მიოდის ექიმთან, უმტეს შემთხვევაში ღარიბი მოსახლეობა, ვისაც პურის ფულიც არ აქვს....ვიტყვი ხოლმე ავადმყოფობაც იმას უნდა შეხვდეს ვისაც მისი მკურნალობა შეუძლია მეთქი....
ძალიან გტხოვტ განგვიმარტოტ სად გაქვტ უპასო სკრინინგი და ასევე უპაო გამოკლვლევები .ასევე როგორ პაციენტებს იგებტ რამდენ წლიდან რამდენ წლამდე? ძალიან გამიკვირდა ხალხსს აბოლებტ ტუ მარტლა გაქვტ უპასო გამოკვლევა და სკრინინგები.საერტოდ რა არისს სკრინინგი??? გაშუქება????