29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
03.10.2016 / 11:10
შრიფტის ზომა:

ნიკა გვარამიას თქმით, მამუკა ახვლედიანთან საუბრის ჩანაწერი მისი გაკეთებულია

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან გამართული საუბრის ჩანაწერი მისი გაკეთებულია.

ამის შესახებ გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჩანაწერი თავად მას არ გამოუქვეყნებია.

მისივე შეფასებით, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან - კიბერდანაშაულთან, კერძოდ კი მის კომპიუტერში ან ქსელში შეღწევასთან.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ფარული ჩანაწერები პირველი არ არის ჩემთვის, მაგრამ ამ ტიპის გამოყენებული მასალა პირველია. ეთერში მინდა განვაცხადო შემდეგი: ეს ჩანაწერი გაკეთებულია ჩემს მიერ, არა ტელეფონით. ეს არ არის სატელეფონო ჩანაწერი. ეს ჩანაწერი გადაღებულია ჩემს მიერ ფარულად. ეს მოვლენები, რომელიც ამ ჩანაწერში ხდებოდა, დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა იყო პიკი ჩვენი საქმის განხილვის. კომუნიკაციის სურვილი გამოხატა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, სადაც იხილებოდა ჩემი საქმე.

მე ჩემს კოლეგებს, პირველ რიგში, ორ მოადგილეს (ზაალ უდუმაშვილი, დუდუ კურდღელია) ვესაუბრე ამ საკითხზე, ღირდა თუ არა შეხვედრა. ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა ღირდა და რჩევად მივიღე შესაბამისი ტექნიკით ვყოფილიყავი აღჭურვილი, რათა პროვოკაცია აგვერიდებინა ან თუ რაიმე იქნებოდა მნიშვნელოვანი თქმული, გამოგვეყენებინა მტკიცებულად. პრობლემა არის იმდენად, რომ ეს ჩანაწერი მაშინვე განადგურდა, რადგან ჩვენთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, თუმცა რაღაც პერიოდში ჩემს კომპიუტერსა და ჩვენს ქსელში იყო დაცული. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან, კომპიუტერულ ქსელში შეღწევასთან", - განაცხადა გვარამიამ.

ინტერნეტში კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა

გვარამიამ მომხდარ ფაქტში ხელისუფლება დაადანაშაულა და ორ სავარაუდო ვერსიაზე ისაუბრა.

"ძალიან პრობლემატურია ჩვენი შიდა ამბების გატანა გარეთ. როგორც ჩანს, ორი ვარიანტია - შეღწევა ხდება გარედან ან შიგნით ჰყავს სუს-ს წარმომადგენელი, რომელსაც გააქვს მასალები. რამდენიმე კვირის წინ ჩემი პირადი ელექტრონული ფოსტაც გატეხეს და გამოაქვეყნეს", - აღნიშნა გვარამიამ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ნიკა გვარამიას თქმით, მამუკა ახვლედიანთან საუბრის ჩანაწერი მისი გაკეთებულია | Allnews.Ge