30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
03.10.2016 / 13:10
შრიფტის ზომა:

რომის პაპი საქართველოს კათალიკოს - პატრიარქზე საუბრობს

რომის პაპის განცხადებით, საქართველოში ორი სიურპრიზი დახვდა. ამის შესახებ პაპმა ბაქოში ვიზიტის შემდეგ, იტალიაში გამგზავრებისას, თვითმფრინავის ბორტზე გამართულ პრესკონფერენციაზე, "მოამბის" ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

"საქართველოში ორი სიურპირზი დამხვდა - ერთი არის თავად საქართველო. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს. ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ღრმა რწმენით. ის არის ღვთის კაცი. მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი", - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

რაც შეეხება კითხვას, რომ ილია მეორესთან პირადად შეხვედრის შემდეგ, გაჩნდა თუ არა უფრო დიდი შანსი იმის, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი ეკლესიებს შორის იმ დოგმატურ თავისებურებებზე და განსხვავებებზე, რომლებიც არსებობს და როგორ ხედავს ურთიერთობას მართლამდიებლურ და კათოლკე ეკლესიებს შორის, პაპმა აღნიშნა, რომ დოქტრინებზე საუბარი თეოლოგების საქმეა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"რაც შეეხება საკითხებს, რაც გვაშორებს და გავერთიანებს, ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე არ არის დოქტრინებზე საუბარი. მოდით, დაუტოვეთ ეს თეოლოგებს განსახილველად. მათ კარგად იციან და ორივე მხრიდან თეოლოგებმა უნდა შეისწავლონ. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ერთმანეთისთვის ლოცვა. ეს არის ძალინ მნიშვნელოვანი. მეორეა, ერთობლივად რაიმეს გაკეთება. ამდენი ღარიბი ადამიანია. მოდი ერთად გავაკეთოთ ბევრი რამ ღარიბი ადამიანებისთვის. მათთვისაც, ვისაც ბევრი პრობლემა აქვს", - განაცხადა რომის პაპმა.

პაპის კომენტარს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რომის პაპი საქართველოს კათალიკოს - პატრიარქზე საუბრობს | Allnews.Ge