
ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 20 მაისიდან შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია უკრაინის სახელმწიფო რადაში გაიმართა. ცერემონიის დროს, ზელენსკის ხელისუფლების სიმბოლოები, მათ შორის სამკერდე ნიშანი და ბეჭედი გადაეცა.
ახლადარჩეულ პრეზიდენტზე მთელი მსოფლიო საუბრობს. საკმაოდ ექსცენტრიული ლიდერის მიმართ ყველას თავისებური მოსაზრება აქვს.
"პოლიტიკა სერიოზული საქმეა, თუმცა თუ პროფესიონალი კომიკოსი ფრთხილად იმოქმედებს, არ არის გამორიცხული პუტინსაც დასცინოს…" - წერს გამოცემა Time უკრაინის პრეზიდენტის შესახებ მომზადებულ სარედაქციო სტატიაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"შესაძლოა, მის გაპრეზიდენტებას ისე შევხედოთ, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების მცდელობას, სადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის ომს 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, შესაძლოა, ეს ყველაფერი ტრადიციულ, კლასიკურ-პოლიტიკურ არჩევნებზე კატეგორიული უარის თქმად შევაფასოთ. არ არის გამორცხული, რომ ძალიან მალე ის სერიოზული ადამიანი გახდეს. არის გარკვეული ნიშნები, რომ ის სუსტი მმართველი იქნება, რადგან ქაოტური მოქმედებები ახასიათებს, თუმცა კომიკოსებს არაერთ ქვეყანაში პოლიტიკური წარმატებები აქვთ ზუსტად იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკური ისტებლიშმენტის მტრები არიან..."- წერს გამოცემა.
გამოცემა მას იტალიელ კომიკოსს ბეპე გრილოს ადარებს, რომელიც "მოძრაობა ხუთი ვარსკვლავის" ერთ-ერთი დამფუძნებელია, ახლა კი მმართველ კოალიციაში შედის. ასეთივე წარმომადგენელი ჰყავთ სლოვაკეთშიც. როგორც ცნობილია კომიკური წარსულის მქონე, სატირის ჟანრის წარმომადგენელი მარია შარეცი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პროგრესულად მოაზროვნე მერი ჰყავს ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკს, რომელიც თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობას ხუმრობით შეჰპირდა, რომ ქვეყნის პარლამენტში ნარკოტიკები აღარ იქნებოდა.
"თუმცა, ახლა უკრიანას ხუმრობისთვის არ სცალია. ზელენსკი უკვე აპირებს რუსეთთან სხვა სახის ურთიერთობას მიაღწიოს და ის არ იქნება "ტყვის" მდგომარეობაში, აპირებს მიაღწიოს მშვიდობას, ოღონდ არა ტერიტორიების დათმობის საფუძველზე" - წერს გამოცემა.
ბრიტანული საგაზეთო გამოცემა iz.ru, რომელიც რამდენიმე ხნის წინ independent-მა იყიდა, წერს, რომ ზელენსკის მოუწევს უფრო ახლოს იყოს ამერიკასთან, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ერთი სატკივარი აქვს - რუსეთი. მას მაგალითად მოჰყავს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი, რომელმაც ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისგან რამდენიმე მილიონი დოლარი აიღო, რის გამოც პატიმრობა მიუსაჯეს.
"წინასაარჩევნო კამპანაში რუსეთის როლი, ეს ერთ-ერთი საკვანძო თემაა, რაც ამერიკასა და უკრაინას აერთიანებს. ახლა მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ უკრაინის მიმართ მისი დამოკიდებულება ტრამპს მომდევნო არჩევნებში გადარჩენაში დაეხმარება. ამის შესახებ ყველაზე ხმამაღლა ტრამპის ადვოკატი, ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი საუბრობს, რომელმაც თავის დროზე კიევში ვიზიტი გააუქმა. ის ამბობდა, რომ "არ სურდა იმ დარბაზში შესვლა, სადაც ტრამპის, გარკვეულ ვითარებაში კი ამერიკის მტრები ისხდნენ" - წერს გამოცემა.
გერმანელი პოლიტოლოგი ბეატე აპელტი dw.com-სთან საუბარში ამბობს, რომ ზელენსკის მთავარი რისკები და გამოწვევა რუსეთთან ურთიერთობა და რეფორმებია.
"საგარეო კურსის მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდები, მით უფრო, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, თუმცა ასევე თქვა, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო. პოროშენკო ცდილობდა, ზელენსკი პრორუსულ პოლიტიკოსად წარმოეჩინა, რაც არასერიოზულია. ის რუსულენოვანი პოლიტიკოსია, თუმცა არა პრორუსი", - ამბობს პოლიტოლოგი გამოცემასთან ინტერვიუში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებს. 3 მლნ 730 ათასი ადამიანიდან პენსია და სოციალური შემწეობა 1 მლნ 220 ათას ადამიანზე გაიცემა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 32,8%-ია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ევროპასა და ამერიკაში ეს თანაფარდობა, საშუალოდ, 10-15%-ია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში სულ 717 794 პენსიონერია, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 480 783-ს შეადგენს. ამასთან, 1074 ადამიანს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმის დანიშნული დახმარება აქვს, 21 067 კი სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებია. საერთო ჯამში, ყოველთვიურად სახელმწიფო სუბსიდიას სულ 1 220 718 ადამიანი იღებს, რაც მთლიანი მოსახლეობის 32,7%-ს შეადგენს.
სახელმწიფოს შემწეობაზე მოყოფი ადამიანების დაფინანსება კი ქვეყნის ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხა უჯდება. 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე სულ 2,273 მლრდ ლარი უნდა დაიხარჯოს, რაც ბიუჯეტის 22,4%-ს შეადგენს. წლევანდელი ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა 10,145 მლრდ ლარია. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში კი სოციალური გასაცემლებისთვის თანხა ცოტათი იზრდება. კერძოდ, მომავალი წლის 10,555 მლრდ-იან ბიუჯეტში, მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის 2,413 მლრდ ლარი უნდა დაიხარჯოს, რაც ბიუჯეტის 22,8%-ია.
როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინ სახელმწიფოს "ხელებში შესცქერის", საკმაოდ დიდია, შესაბამისად, მათი დაფინანსებაც ქვეყანას სოლიდური თანხა უჯდება.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ყველა ქვეყანაში ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდირებაზე არიან დამოკიდებული, თუმცა საქართველოსგან მათი რაოდენობა მთელი მოსახლეობის 15%-ს არ აღემატება.
"ამერიკაში სახელმწიფო დახმარების მიმღებთა მთლიანი რაოდენობა 15-ჯერ აჭარბებს საქართველოს მოსახლეობას. 325 მლნ ადამიანიდან სასურსათო ტალონებს და ამა თუ იმ სოციალურ დახმარებას 50 მლნ-მდე ადამიანი იღებს. ამერიკისთვისაც კი ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ასევეა თითქმის ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც.
აქ მთვარი ის კი არ არის, რამდენი პროცენტია მოსახლეობის სიღარიბის ზღვარს მიღმა და რამდენს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, მთავარია, რამდენად ახდენს სახელმწიფო იმის სტიმულირებას, რომ ადამიანებმა თვითონ იზრუნონ სიღარიბის დაძლევაზე; მარტო სახელმწიფოს დახმარების იმედად კი არ იყვნენ, არამედ ჰქონდეთ საფუძველი იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი.
ჩვენთან ისეა მოწყობილი სამეურნეო და დახმარების მექანიზმი, რომ ის ადამიანებში მაინცდამაინც არ ასტიმულირებს მეტი დოვლათის შექმნას. დღევანდელი განაწილებისა და წახალისების მექანიზმი არ იძლევა მის სრული გამოვლენის შესაძლებლობას", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში დღეს ადამიანს აყენებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ მას ურჩევნია გაჩერდეს და დაელოდოს სახელმწიფო სუბსიდირებას, ვიდრე თვითონ იზრუნოს და მეტი დოვლათი შექმნას.
"ამიტომ, ჩვენ გვინდა არა იმდენად სახელმწიფოს მიერ დახმარების მოცულობის გაზრდა, არამედ ისეთი მოქნილი ვექტორი სამეურნეო მექანიზმი, რომლითაც ადამიანებს ექნებათ საშუალება თავიანთი პოტენციალი რაც შეიძლება სრულად გამოავლინოს. ამაზე კი ახლადარჩეულმა პარლამენტმა უნდა იზრუნოს", - დასძინა არჩვაძემ.
აქვე სტატისტიკოსი საარსებო მინიმუმზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის მაჩვენებელი, რომელსაც სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს, რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.
"სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საარსებო მინიმუმს 20 ლარი რომ დავუმატოთ, ადამიანი მაინც სიღარიბის ჭაობშია ჩაფლული და მას გაცილებით მეტი რესურსი სჭირდება იმისათვის, რომ იქედან ამოვიდეს. ამიტომ საქართველოში ერთმანეთს აუცილებელია სიღარიბის ცნება და საარსებო მინიმუმის შინაარსობრივი მაჩვენებელი შევადაროთ. მინიმუმი ერთია და სიღარიბის დონის რეალური მაჩვენებელი სხვა, თუ მათ ობიექტურად გავზომავთ, ვნახავთ, რომ სხვაობა საკმოად მაღალი იქნება,"- დასძინა არჩვაძემ.
ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია აღნიშნავს, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობით საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა, რაც ძალიან უსიამოვნო ფაქტია.
"პენსიონერი ყველა ქვეყანაში ბევრია, მათ შორის, საქართველოშიც. რაც შეეხება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობას, ჩვენთან მათი რიცხვი მაღალია. ასეთი მაჩვენებელი, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში არსად არ არის. სოციალური შემწეობის მიმღებთა ასეთი დიდი რიცხოვნობა მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში თუ იქნება. ყოველი მე-3 ადამიანი რომ სახელმწიფო სუბსიდირებაზეა დამოკიდებული, ესეც ძალიან ცუდი ფაქტია", - აღნიშნა ჭარაიამ.
იმისათვის, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს, სახელმწიფომ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. "პენსიონერთა ოდენობას ხელოვნურად ვერ შევამცირებთ, მაშინ უნდა გავზარდოთ საპენსიო ასაკი. იმის გათვალისწინებით, რომ უფროსი ასაკის ადამიანებისთვის ძალიან რთულია სამსახურის დაწყება, საპენსიო ასაკის აწევით მათ უკიდურეს მდგომარეობაში ჩავაგდებთ. ასე რომ, ეს ნაბიჯი გამორიცხულია.
რაც შეეხება მეორე კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც სოციალური შემწეობის სახით არიან სახელმწიფოს კმაყოფაზე, მათი რაოდენობის შემცირება ნამდვილად უნდა იყოს მიზანი და ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ. აუცილებელია, სახელმწიფომ დასაქმების მაჩვენებელი გააუმჯობესოს, ბიზნესის აქტიური ხელშეწყობით.
ისიც ფაქტია, რომ საქართველოში, ვინც კი სოციალურად დაუცველია, ურჩევნია არ დაიწყოს მუშაობა, თუკი ხელფასი არ არის საკმაოდ მაღალი. ეს იმის გამო, რომ საკუთარი შემოსავლის ქონას, ურჩევნიათ არაფრის კეთება მით უმეტეს მაშინ, თუ ხელფასი სოციალური შემწეობით მიღებულ თანხას მნიშვნელოვნად არ აღემატება", - განუცხადა "რეზონანსს" ჭარაიამ.
საინტერესოა კიდევ ერთი მომენტი, რომ სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვს ბევრად აღემატება. 2015 წლის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებული იყო 753 400 ადამიანი, რაც შემწეობის მიმღებთა 61,7%-ს შეადგენს. შედეგად გამოდის, რომ ქვეყნის ბიუჯეტში "ფულის შემტანი" მოსახლეობის რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ბიუჯეტიდან სარგებლის მიმღების. ასეთი პრეცედენტი კი, ფაქტობრივად, არც ერთ ქვეყანაში არ არის.
ნატა გიორგაძე
გაზეთი "რეზონანსი"
მკითხველის კომენტარები
(0)