
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროდან გვაცნობეს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო მონაცემებით, სტაბილური დინამიკა აღენიშნება ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს.
"31 წლის მამაკაცს ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა. ის ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. სტაბილურია ასევე 69 წლის ქალბატონის მდგომარეობა. მას თავზე ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება. შუახნის ქალბატონს უკვე ჩაუტარდა თავის კვლევა. ამჯერად დაკვირვებისთვის "ამტელ ჰოსპიტალის" ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსუბუქი დაზიანება აღენიშნება ასევე ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულ 59 წლის ქალბატონს. ის თავის ტვინის შერყევით ამ დრომდე რჩება ჰოსპიტალში.
სტაბილურია დამწვრობის ცენტრში მოთავსებული 47 წლის მამაკაცის მდგომარეობაც, მას სხეულის ზედაპირის 5-7 %-იანი, I-II ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. "ნიუჰოსპიტალში" მოთავსებულმა პაციენტმა კი სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. 37 წლის მამაკაცი მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევის შემდეგ მედიკოსებმა ბინაზე გაწერეს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროდან გვაცნობეს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო მონაცემებით, სტაბილური დინამიკა აღენიშნება ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს.
"31 წლის მამაკაცს ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა. ის ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. სტაბილურია ასევე 69 წლის ქალბატონის მდგომარეობა. მას თავზე ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება. შუახნის ქალბატონს უკვე ჩაუტარდა თავის კვლევა. ამჯერად დაკვირვებისთვის "ამტელ ჰოსპიტალის" ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მსუბუქი დაზიანება აღენიშნება ასევე ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულ 59 წლის ქალბატონს. ის თავის ტვინის შერყევით ამ დრომდე რჩება ჰოსპიტალში.
სტაბილურია დამწვრობის ცენტრში მოთავსებული 47 წლის მამაკაცის მდგომარეობაც, მას სხეულის ზედაპირის 5-7 %-იანი, I-II ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. "ნიუჰოსპიტალში" მოთავსებულმა პაციენტმა კი სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. 37 წლის მამაკაცი მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევის შემდეგ მედიკოსებმა ბინაზე გაწერეს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები
(0)