
ამერიკული ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსი შვილების კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში ერთკვირიანი დასვენება ამერიკის ბიუჯეტს 330 ათასი დოლარი დაუჯდა.
აღნიშნული ინფორმაცია CBS-მა "ინფორმაციის თავისუფლების შესახებ" კანონის საფუძველზე შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროდან სასამართლოს გზით გამოითხოვა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საუბარია ივანკა ტრამპზე, მის მეუღლეზე ჯარედ კუშნერზე, ერიკ ტრამპზე და მის მეუღლეზე. მიმდინარე წლის მარტში მათ სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთი კვირა გაატარეს, ხოლო მათ დაცვაზე შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრომ 330 ათასი დოლარი დახარჯა. კერძოდ, 26 ათასი დოლარი სატრანსპორტო საშუალებების ქირაობაზე, 22 ათასი - სამთო-სათხილამურო ტრასებზე პრეზიდენტის ოჯახის წევრთა თანხლებისთვის საჭირო აღჭურვილობაზე, 195,7 ათასი კი - სხვადასახვა სასტუმროებში ნომრების ქირაობაზე დაიხარჯა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "თავისუფალი ზონის" რამდენიმე წევრი დაკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ცნობას თავად "თავისუფალი ზონის" წევრები ავრცელებენ.
უფრო კონკრეტულად, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი მარიამ ბაშარული სოციალურ ქსელში წერს, "სუს-მა სახლში მიაკითხა და დაკითხვაზე იძულების წესით მიჰყავს".
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, დაკითხვაზეა დაბარებული "თავისუფალი ზონის" კიდევ ერთი წევრი ვაჟა მორგოშიაც.
არაოფიციალური ინფორმაციით, მათი საგამოძიებო უწყებაში დაბარება ინტერნეტში გასულ კვირას გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც სუს-მა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.
ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ცალკეული წევრების საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
მკითხველის კომენტარები
(0)