
გალარების პროგრამა უკვე მეორე დღეა დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანია, მომხმარებლებისთვის სესხის მომსახურების ტვირთის შემსუბუქება, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა.
პროგრამა, ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას ითვალისწინებს, რომელიც ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს. გალარების პროგრამა მიმდინარე სესხებს შეეხება, რომელთა წარმოშობა 2015 წლის 1 იანვრამდე მოხდა. ასეთი სესხის სუბსიდირება 40 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში მოხდება.
გალარების პროგრამის ფარგლებში, ბანკები მომხმარებლებს სხვადასხვა პროცენტს სთავაზობენ. თუმცა, პროგრამა ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას არ ითვალისწინებს.
გავალაროთ თუ არა დოლარში აღებული სესხი?
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომისტების თქმით, ამას კარგად დაკვირვება ესაჭიროება, რათა არასწორი გადაწყვეტილება არ მივიღოთ, რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და თუ თავად არ შეგვიძლია, მისი შეფასება, აუცილებლად სპეციალისტი უნდა დავიხმაროთ.
რა უნდა ვიცოდეთ თუ სესხების გალარებას ვაპირებთ
"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის თქმით, მსესხებლებისთვის გალარების პროგრამა გარკვეული შეღავათი იქნება, რადგან მთავრობა კურსთა შორის 20 პუნქტიანი სხვაობის სუბსიდირებას მოახდენს.
"გალარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.
უნდა დათვალოს, რამდენი პროცენტი აქვს დოლარში, რამდენ პროცენტს შესთავაზებენ ლარში, ასევე მნიშვნელოვანია, რა რაოდენობის თანხა აქვს დარჩენილი, შესაბამისად, საერთო რჩევა არ არსებობს,"-განმარტავს ის და დასძენს, რომ თუ სესხის გალარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, "საზოგადოება და ბანკები" მომხმარებლებს უფასო კონსულტაციას სთავაზობს, როგორც ოფისში, ისე ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე 2 40 05 05.
ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე ფიქრობს, რომ გალარების პროცესში ყველაზე პოზიტიური ისაა, რომ სასესხო ვალდებულების აღებისას სავალუტო რისკი არ გექნებათ. თუმცა, მისი თქმით პროგრამა ბოლომდე ეფექტური არ არის, შესაბამისად, დაკვირვება გმართებთ.
"ფინანსური ჰეჯირებისა და ფინანსური განათლების საკითხი, არ უნდა მოეთხოვებოდეს პირს, რომელიც კრედიტს იღებს.
მან უნდა იცოდეს, რომ კრედიტს გარკვეული ფასით იღებს და ის ფასი უნდა გადაიხადოს, შემდეგ უკვე სავალუტო კუთხით რა შეიცვლება, მისი კვლევის საგანი აღარ უნდა იყოს," - განმარტავს ის.
ზურაბ კუკულაძის თქმით, მსესხებლები ლარიზაციის პროგრამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან, შესაბამისად, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება საინფრომაციო კამპანიას უკეთ წარმართავს.
ეკონომისტ დავით ასლანიშვილის თქმით, ვალუტის მერყევმა კურსმა არამხოლოდ მსესხებელი, არამედ კომერციული ბანკებიც დააზარალა, რადგან დოლარში აღებული სესხები პრობლემური გახდა.
"ეს სესხები ბალანსიდან იყო ჩამოსაწერი, ზოგიერთი მათგანი ჩამოიწერა ან უიმედოდ იქნა აღიარებული და ჩემი აზრით, ბანკებს ამ სიტუაციასთან გამკლავება გაუჭირდათ.
გალარების პროგრამით, ფაქტობრივად ჩამოწერილი და უიმედო სესხების გაცოცხლება მოხდა.
ეს გარკვეულწილად შეღავათია, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომერციული ბანკებისთვის,"- აღნიშნავს ის.
ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ გალარების პროგრამა ეროვნული ვალუტის გამყარებაზე ვერ აისახება, რადგან ლარის გამყარების შესაძლებლობა უფრო ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორებაშია, ვიდრე გალარების პროგრამაში.
მარიამ მენაბდიშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულის გადადგილებაა ასახული. აღნიშნული ჩანაწერების შს სამინისტროში გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს.
როგორც შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა პერტაიამ განაცხადა, ერთი პირი გლდანში, ქერჩის ქუჩიდან მიდის კონიაკის ქარხნის მიმართულებით, შემდეგ სანაპიროდან, მარი ბროსეს ქუჩიდან მიემართება ათონელის ქუჩისკენ ავტომობილით და ავტომანქანას აჩერებს ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღთან.
ამის შემდეგ ბრალდებული ფეხით გადაადგილდება სობჩაკის ქუჩისკენ, დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილს უკნიდან ჩაუვლის და ადის თაბუკაშვილის ქუჩისკენ. დაახლოებით 8 წუთის შემდეგ ბრუნდება სობჩაკის ქუჩაზე, გადადის ათონელის ქუჩაზე, სადაც შედის სასურსათო მაღაზიაში და ისევ აგრძელებს გზას ალექსანდრეს ბაღისკენ.
კადრებში კარგად ჩანს, რომ პატიის ოფისიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი გივი თარგამაძე გამოდის მძღოლთან ერთად, ჯდება ავტომობილში და იწყებენ მოძრაობას ათონელის ქუჩისკენ. ამ დროს სკვერიდან გამოდის ბრალდებული, რომელიც ავტომობილს მარჯვენა მხრიდან უახლოვდება. კადრებში მკაფიოდ ჩანს, რომ აკვირდება, რწმუნდება, რომ ავტომანქანაში ნამდვილად ზის გივი თარგამაძე. ამის შემდეგ რამდენიმე წამში ისმის აფეთქების ხმა", - განაცხადა თეა პერტაიამ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტი გახსნილია.
მკითხველის კომენტარები
(0)