30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-18 უბანზე გარკვეულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი | Allnews.Ge

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-18 უბანზე გარკვეულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-18 უბანზე გარკვეულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. როგორც ჟურნალისტებს ამ ოლქში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა, ეგნატე შამუგიამ განუცხადა, დაპირისპირება მოხდა მათ წარმომადგენელსა და ზუგდიდის საკრებულოს წევრს შორის.

"უბანზე მოვიდნენ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - მერაბ ქვარაია და საკრებულოს წევრები, მათ გაიყვანეს უბნის თავმჯდომარე და წევრები. ეს გავაპროტესტეთ და უბნის წარმომადგენლებს მოვთხოვეთ, რომ ადგილზე დაბრუნებულიყვნენ. ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება ჩვენს წარმომადგენლებსა და საკრებულოს ერთ-ერთ წევრს შორის. დაპირისპირება იყო სიტყვიერი, რომელსაც ახლდა შეხლა-შემოხლაც, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. სიტუაცია მალევე ჩაწყნარდა. ჩვენს წარმომადგენელს თხოვეს, რომ გამოსულიყო კონფლიქტიდან და ასევე პოლიციამაც განმუხტა სიტუაცია", - განაცხადა შამუგიამ.

ამ დროისთვის უბანზე სიმშვიდეა.

ადგილზე იმყოფებოდა "თავისუფალი დემოკრატების" ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ვერავა, რომელმაც "ქართული ოცნება" ზეწოლაში დაადანაშაულა.