29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მარნეულის 48-ე უბანზე სპეცრაზმისა და პოლიციის დამატებითი ჯგუფები მივიდნენ | Allnews.Ge

მარნეულის 48-ე უბანზე სპეცრაზმისა და პოლიციის დამატებითი ჯგუფები მივიდნენ

მარნეულის, სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე სპეცრაზმისა და პოლიციის დამატებითი ჯგუფები მივიდნენ. ამის შესახებ ALLNEWS-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

სამართალდამცველები ვითარების განმუხტვას ცდილობენ. უბნის ტერიტორიაზე სიტუაცია ამ დრომდე არასტაბილურია და გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

მარნეულის 48-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

არსებული ინფორმაციით, მარნეულის 48-ე უბანზე უცნობი პირები არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩამსხვრეულია იმ შენობის მინები, რომელშიც აღნიშნული უბანია განთავსებული.

მომხდარში "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას", "ქართული ოცნება" კი "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.