26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
11.10.2016 / 07:10
შრიფტის ზომა:

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, გუნდს ამიერიდან ირაკლი ცირეკიძე უხელმძღვანელებს, მის შტაბში კი მინდია ბოდაველი, გურამ მოდებაძე, გიორგი გუგავა და გიორგი ბაინდუროვი იმუშავებენ.

ცირეკიძემ ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ირაკლი უზნაძე შეცვალა. უზნაძის ხელმძღვანელობით გუნდმა რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი გახდა, ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ძიუდოისტთა წარუმატებელი შედეგების გამო მწვრთნელის ცვლილების საჭიროებაზე საუბარი აქტიურად დაიწყო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე მთავარ ნაკრებში 2012 წელსაც მუშაობდა, ბოლოს კი მინდია ბოდაველთან ერთად, ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს | Allnews.Ge