02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი ტრანსგენდერის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა | Allnews.Ge

ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი ტრანსგენდერის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

დაჭრილი ტრანსგენდერის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა ნათია რამიშვილმა განუცხადა. ექიმის თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"პაციენტის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. მიმდინარეობს მკურნალობა, საჭიროებისამებრ კვლვევები და მაქსიმალურად ვიბრძვით მისი სიცოცხლისათვის", - აცხადებს ექიმი.

ტრანსგენდერის დაჭრის საქმეზე 16 ოქტომბერს სამართალდამცავებმა 1985 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს, რომელმაც დანაშაული აღიარა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. წარსულში ნასამართლევმა პირმა, 1982 წელს დაბადებულ პირს ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული რუსთავში დააკავეს.

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირი დააკავეს

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.