32 წლის ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მას მრავლობითი დაზიანება აქვს მიყენებული ყელის არეში და სახის ძვლები აქვს მოტეხილი.
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობას სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი გამოეხმაურა. მან პროკურატურას მოუწოდა, ტრანსგენდერის მიმართ ძალადობის ფაქტზე საგამოძიებო პროცესი სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიმართულებით წარმართოს.
"აპარატის წარმოებაში არაერთი საქმეა, რომელშიც შესაძლოა ვლინდებოდეს დისკრიმინაციული მოტივი სხვადასხვა დაცული ნიშნის საფუძველზე. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, გამოძიების პროცესში არ ხდება სავარაუდო სიძულვილის მოტივზე მსჯელობა ან/და ბუნდოვანი რჩება, თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ასეთი მოტივის გამოვლენის მიზნით. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სახის დანაშაულებზე ჭეშმარიტების დადგენა და მათ შორის, დანაშაულის რეალური მოტივის იდენტიფიცირება, არამხოლოდ კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ მომავალში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით არის აუცილებელი," - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ექიმის ინფორმაციით, დაჭრილი ტრანსგენდერის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
მომხდარს "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი, თამარ კორძაიაც გამოეხმაურა, მისი თქმით, ტრანსგნდერი ადამიანები საქართველოში ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და მორალურ ძალადობას ყოველდღიურად განიცდიან.
"ასეთი ფაქტების შესახებ ჩვენ ვიგებთ როდესაც ფატალურად სრულდება ძალადობის ფაქტი, ან ასეთ მძიმე მდგომარეობაშია დაზარალებული. ყოველდღე ტრანსგენდერი ადამიანები განიცდიან ძალადობას, ყოველ დღე არიან ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მორალური ძალადობის მსხვერპლი და ამის საწინააღმდეგო ეფექტიანი მექანიზმები არ არის შემუშავებული," - აღნიშნა მან.
კორძაიამ ასევე დასძინა, რომ საზოგადოების მთავარი გამოწვევა პრობლემის სწორად დანახვაა.
ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე ტრანსგენდერის დაჭრის ფაქტს, საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირებს, რომლის მიხედვითაც იგეგმება, ოჯახის განისაზღვროს, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა.
"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციული კანონი აქვს დეკლარირებული, არამხოლოდ თანასწორობის უფლებების დაცვა, არამედ ლგბტ პირების ძალადობისგან დაცვაც კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს ბოლო ფაქტი იმ საჯარო განცხადებებისა და ჰომოფობიური განწყობების წახალისებას უკავშირდება, რომელსაც ხელისუფლება ბოლო პერიოდში აქტიურად ახდენდა, ასევე წახალისებაა იმ ადამიანების არდასჯა, რომლებიც ადამიანებზე სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობდნენ და სწორედ იმ ფონზე, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიას ჰომოფობიური განწყობების გაღვივების ფონზე ატარებდა და ამბობდა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს, რათა ე.წ ტრადიციული ქორწინება" დაიცვას, სწორედ ასეთი პოლიტიკის გამოვლინებაა ის, რაც მოხდა," - განმარტავს მშვენიერაძე.
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირი დააკავეს
განსხვავებული მოსაზრება აქვს "ქართული ოცნების" წევრ ეკა ბესელიას, ის ტრანსგენდერზე მომხდარ ძალადობას საკანონმდებლო ინიციატივას არ უკავშირებს.
"არ მიმაჩნია, რომ ჩვენი სურვილი, ქორწინების დეფინიცია კონსტიტუციაში ჩავწეროთ, განსხვავებული ნიშნის მქონე ადამიანებზე ძალადობის გამოვლენის მიზეზია. მეც ვგმობ ძალადობას, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანზე ძალადობა თუ ის განსხვავებულია, განსხვავებულად ფიქრობს და განსხავავებულად იქცევა," - განაცხადა ბესელიამ.
ტრანსგენდერ ქალთა თანადგომის ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი ტატიშვილის თქმით, საპატრულო პოლიციამ დანაშაულის ადგილზე მხოლოდ მშრალი ოქმი შეადგინა და ინფორმაცია კრიმინალურ პოლიციას არ გადასცა.
"ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობის ფაქტი დღის საათებში მოხდა, შესაბამისად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ გამოძახებულები, რომლებსაც აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია გადაღებული ჰქონდათ, მაგრამ რეალურად, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მშრალი ოქმი შეადგინა ნაცვლად იმისა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებისთვის გადაეცათ და შესაბამისად, მუქარის ფაქტზე დაწყებულიყო გამოძიება," - მან ასევე დასძინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ, რათა ეს პიროვნებები დაისაჯონ.
თბილისში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 22 წლის ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა გარდაიცვალა
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის შინაგან საქმეთა ისან-სამგორისა და დიდუბე-ჩუღურეთის თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19-108, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ტრანსგენდერის მკვლელობის ფაქტი დაახლოებით ორი წლის წინ, 2014 წლის ნოემბერშიც დაფიქსირდა. გარდაცვლილს დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, მის ბინას კი ცეცხლი წაუკიდეს.
საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან კოჭლაშვილი სასამართლომ განზრახ მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნო, გამამტყუნებელი განაჩენი კი ცემასთან დაკავშირებით გამოიტანა, რომლისთვისაც სასჯელად მხოლოდ ჯარიმა განისაზღვრა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)