02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ტრანსგენდერ ქალთა უფლებების დამცველები პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან | Allnews.Ge

ტრანსგენდერ ქალთა უფლებების დამცველები პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან

ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელსაც მივაწვდით პროკურატურას და თუ 3 დღის ვადაში არ მოხდება რეაგირება, მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, დავიწყებთ შიმშილობას, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ტრანსგენდერ ქალთა თანადგომის ასოციაციის" თავმჯდომარე გიორგი ტატიშვილმა განუცხადა.

ტატიშვილმა პრესკონფერენცია ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გამართა. მათი თქმით, ტრანსგენდერი ქალის დაჭრის ეპიზოდში გამოიკვეთა რამდენიმე ახალი გარემოება.

როგორც მათ განუცხადეს, არსებობს ამის ვიდეომტკიცებულება, რომელსაც დღეს პროკურატურას გადაუგზავნიან და თუ პროკურატურა 3 დღის ვადაში არ მოახდენს რეაგირებას, მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას და უწყების წინ შიმშილობას დაიწყებენ.

ამასთან, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია მოხდეს მუხლის კვალიფიცირება და 109-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაწყებული გამოძიება 109-ე მუხლის მე-9 ნაწილით შეიცვალოს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უფლებადამცველ გიორგი ტატიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე მოხდეს მოწმეების დაცვა.

"ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ დაშავებული ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე უკავშირდებოდა სამართალდამცავ ორგანოებს და სთხოვდა დაცვას, რაზეც შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება არ მოახდინეს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე, მიგვაჩნია, რომ კრიმინალური შემთხვევა პირადი უთანხმოების გამო მოხდა და ეს არ ყოფილა გენდერული ნიშნით მომხდარი დანაშაული. მნიშვნელოვანია, პროკურატურამ ასევე მოახდინოს მოწმეების დაცვა, გამოიკითხოს სხვა მოწმეებიც, რადგან პროკურატურა გამოძიებას მხოლოდ ბრალდებულის ჩვენების საფუძველზე აწარმოებს. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელსაც მივაწვდით პროკურატურას და თუ 3 დღის ვადაში არ მოხდება რეაგირება, მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, დავიწყებთ შიმშილობას", - გიორგი ტატიშვილმა.

ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ახალი დეტალები გაირკვა

უფლებადამცველ ანა-სოფია კოვალენკოს განცხადებით კი, ქვეყანაში არის მძიმე სიტუაცია ტრანსგენდერ პირთა მიმართებაში.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში სამართალდამცველები სხვადასხვა ინციდენტზე რეაგირებას არ ახდენენ, რის გამოც, რიგ უწყებას პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ვნახეთ არაერთი გახმაურებული საქმე, რომელმაც ტრანსგენდერ ქალთა მიმართ ძალადობა, ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სამართალდამცავები არ რეაგირებენ ამ ყველაფერზე. როდესაც მათ უკავშირდებიან ტრანსგენდერი პირები, არ ხდება პრევენციული მექანიზმების ამოქმედება. ამ მიმართულებით საქართველოში შექმნილია მძიმე ფონი და მნიშვნელოვანია მიდგომების შეცვლა. ყველა ტრანსგენდერი ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, არის დაუცველი. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები", - განაცხადა ანა-სოფია კოვალენკომ.