საზოგადოება
12.01.2017 / 06:01
შრიფტის ზომა:

რამდენად დაცულია ქართულ კომპანიებში უსაფრთხოების ნორმები

რამდენად დაცულია ქართულ კომპანიებში უსაფრთხოების ნორმები

გასული წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება 176 ობიექტზე განხორციელდა და იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით, 99 კომპანია შემოწმდა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ცნობით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობის - 155 შემთხვევა, ელექტროუსაფრთხოების გაუმართაობის - 80, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობის - 63, კოლექტიური დაცვის სისტემის გაუმართაობის - 14, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობის - 17, მიკროკლიმატის დაუცველობის - 70, მომეტებული საწარმოო ხმაურის - 18, მომეტებული მტვრიანობის - 11 შემთხვევა.

შემოწმებულ კომპანიებს შორისაა ქართულ ბაზარზე უმსხვილესი დამსაქმებლები "საქართველოს რკინიგზა" და "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი".

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"საქართველოს რკინიგზის" სამედიცინო სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბატაძე ინსპექტირების სამსახურის კომპანიაში შესვლითა და გაცემული რეკომენდაციებით კმაყოფილია. ის ამბობს, რომ 12 619 ადამიანის დამსაქმებელი კომპანიისთვის ინსპექტირების სამსახურის რეკომენდაციებს სახელმძღვანელოს შინაარსი უფრო აქვს, ვიდრე მაკონტროლებლის.

"ყოველ 2-3 დღეში ხდება გარდაცვალება ან დასახიჩრება" - რამდენად დაცულია საქართველოში შრომის უსაფრთხოება

"იყო შენიშვნები, რომ სამუშაო ადგილი არ იყო ისეთ დონეზე მოწესრიგებული, რაც აუცილებელია; ელექტროსადენებზე იყო პრობლემა; სპეცტანსაცმელი არ შეესაბამებოდა იმ პერიოდს, ზოგს დამცავი ქუდი არ ჰქონდა და მსგავსი შენიშვნები იყო.

შეამოწმეს რკინიგზის თითქმის ყველა სტრუქტურა, შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც უფრო სახელმძღვანელო ხასიათისაა, ვიდრე მაკონტროლებელი, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ წარმოების უფროსებმა და მის ქვემოთ არსებული სტრუქტურის ხემძღვანელმა იცოდნენ შრომის დაცვის კუთხით რა არის გასაკეთებელი. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის გაანალიზებას იანვარ-თებერვალში და დაიგეგმება კიდეც პროფესიულ დონეზე ახალი სტრატეგიის შემუშავება", - აღნიშნა ზურაბ ტაბატაძემ.

"სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" ეკოლოგი, თეიმურაზ ცერცვაძე კი აცხადებს, რომ 123 მსხვილი ობიექტის მქონე კომპანიამ უკვე გაითვალისწინა შრომითი პირობების ისპექტირების სამსახურის შენიშვნები და რეკომენდაციებსაც ასრულებს.

"ჩვენი კომპანიის სხვადასხვა ობიექტი შეამოწმეს. გამოავლინეს შემდეგი დარღვევები: ტერიტორიაზე არ იყო მოწყობილი სიჩქარის შემზღუდველი გამაფრთხილებელი ნიშნები, ავტოსატრანსოპორტო საშუალების მოძრაობისა და შესასვლელ-გამოსასვლელი ნიშნები; ავტოგასამართ სადგურზე არ იყო ხანძრის ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის და ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის გეგმა და დოკუმენტაცია; ავტოგასამართ სადგურზე არ იყო მინიმუმ 3 მეტრის სიგრძის ბუქსირი და სხვა. ამის მსგავსად თუ მოიქცევა ყველა სამსახური, კარგი იქნება. სხვა სამსახურები ჯერ აჯარიმებენ და შემდეგ აძლევენ გამოსწორების რეკომენდაციებს. ამ ორგანიზაციის მუსაობის სტარტი მომეწონა", - აღნიშნა თეიმურაზ ცერცვაძემ.

სახანძრო უსაფრთხოების ნორმები საქართველოში არ არის დაცული

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია შრომითი პირობების ინსპექტორის მუშაობის საწყის პერიოდს იხსენებს და აცხადებს, რომ თავდაპირველად, საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა იყო და არავის სიამოვნებდა შრომითი ინსპექტორების შესვლა მათ ორგანიზაციებში, რადგან თვლიდნენ, რომ ეს იყო "სადამსჯელო რაზმი".

კვარაცხელიას თქმით, შრომითი პირობების ინსპექტირების სამსახური, წლების განმავლობაში, საერთოდ არ არსებობდა საქართველოში და წელიწადნახევრის წინ შექმნილი დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმატებულად ახორციელებს.

"გარკვეული დროის შემდეგ მიხვდნენ, რომ ინსპექტორები შედიოდნენ რეკომენდაციების გასაწევად, იმის მისათითებლად თუ რა დარღვევები არსებობდა იქ და გზების საჩვენებლად, თუ როგორ უნდა გამოსწორებულიყო სიტუაცია. დღეს უკვე ვითარება რადიკალურად შეცვლილია, შრომითი ინსპექტორები შედიან, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში. მათ არავითარი წინააღმდეგობა ამ მიმართულებით არ აქვთ და ამ წელიწადნახევრის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩატარდა ამ მიმართულებით", - აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.

როგორ ხდება კომპანიის შემოწმება - ნებაყოფლობითია თუ სავალდებულო?

ამის შესახებ ინფორმაცია შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურის თანამშრომელმა ნუკრი მელექსიშვილმა მოგვაწოდა, რომელიც"შრომის კონტროლს" შემმოწმებელ 24 ინსპექტორს შორის ერთ-ერთია.

ნუკრი მელექსიშვილის განმარტებით, ობიექტის შემოწმება ხდება წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, თუმცა არის გარკვეული სფეროები, სადაც შეტყობინების გარეშე ამოწმებენ.

"სატელეფონო ან წერილობითი შეტყობინებით ვაგებინებთ ბიზნეს ოპერატორს, რომ გვინდა მისი ობიექტის შემოწმება. შემდგომ უკვე თანხმობის საფუძველზე შევდივართ შესამოწმებლად. არის გარკვეული სფეროები, რომლებიც შეეხება ტრეფიკინგს, შრომით ექსპლუატაციას, იძულებით შრომას, აქ სრულიად შეუტყობინებლად, დამტკიცებული გეგმა-გრაფიკით შევდივართ ობიექტზე და ვამოწმებთ შესაბამისი კითხვარებით. ერთ-ერთი შემოწმების დროს შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოვლინდა, რაც რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

დარღვევები პრაქტიკულად იდენტურია ყველა საწარმოში - ელექტრო, სახანძრო უსაფრთხოება, მიკროკლიმატი, შრომით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის პირების არარსებობდა. მძიმე მრეწველობაში არის ასევე დამტვერიანება და ხმაური.

შემდეგ ვწერთ დასკვნას და რეკომენდაციას ვაძლევთ გამაჯანსაღებელი ღონისძიებებისთვის. ჯარიმები არ არის. ასევე ვახდენთ რემონიტორინგს და შედეგი გვაქვს შეიძლება ითქვას, საკმაოდ დამაკმაყოფილებელი - ბიზნეს ოპერატორები ცდილობენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. წინააღმდეგობა და უკმაყოფილება არ გვაქვს მათგან. აღგვიქვამენ არა მაკონტროლებლად, არამედ დამხმარედ მათივე დასაქმებულების პირობების გასაუმჯობესებლად", - აღნიშნა ნუკრი მელექსიშვილმა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2017 წლის პრიორიტეტად "შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტის დამტკიცება დაისახა, რაც მიზნად ისახავს, ნებაყოფლობითიდან სავალდებულო ინსპექტირებაზე გადასვლისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას.

ნინო ხოზრევანიძე

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამი ახალი ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას | Allnews.Ge

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამი ახალი ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში სამი ახალი ავიაკომპანია - Turkmenistan Airlines, Pobeda და Dart დაიწყებს ოპერირებას, - ამის შესახებ თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანიის "ტავ ჯორჯიას" გენერალურ მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განაცხადა.

როგორც თეა ზაქარაძემ აღნიშნა, გადაყვანილი მგზავრების 90%-ზე მეტი სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის.

"ნოემბერში სამი ახალი ავიაკომპანია იწყებს რეისების შესრულებას. აქედან აღსანიშნავია Pobeda როსტოვის მიმართულებით, რადგან არის დაბალტარიფიანი. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც დაბალტარიფიანი კომპანია იწყებს ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

ასევე აღსანიშნავი მიმართულებაა თურქმენეთი, რადგან ახალია და დღემდე არ ყოფილა. გარდა ამ სამისა, ასევე გვაქვს მოლაპარაკებები სხვა ავიაკომპანიებთან", - განაცხადა თეა ზაქარაძემ, თუმცა მან დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.