
ევროკომისიის სურსათის უვნებლობის დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, საქართველო მოხვდეს იმ ნუსხაში, საიდანაც შეიძლება თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ იანოშ ჰერმანი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ქომაგი ევროკავშირში და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ გვაქვს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. ევროკომისიის სურსათის უვნებლობის დირექტორატმა დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სფეროში ბოლო 2 წლის მანძილზე გატარებული რეფორმები, რომელიც დაკავშირებულია მეფუტკრეობასთან, თაფლის წარმოებასთან და მიმართა რეკომენდაციით კომისიას, რათა საქართველო მოხვდეს იმ ნუსხაში, საიდანაც შეიძლება თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე გასვლის პერსპექტივები
ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია. დარჩენილია მხოლოდ სტანდარტული პროცედურები, რომელსაც იმედია ძალიან მალე გავივლით. ჩვენ გვქონდა ეს იმედი, რომ გავიდოდით ჩვენი ხარისხიანი, ძალიან მაღალი მოთხოვნის მქონე თაფლით ევროკავშირის ქვეყნებში", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მეფუტკრეობის მიმართულებით გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, დაწყებული ლაბორატორიული ინსტრუმენტებით, ახალი ინფრასტრუქტურით, დამთავრებული დაავადების კვლევებით და კოოპერირების ხელშეწყობით.
"ამიტომ, ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო და ჩვენ ეს დაფასება ძალიან გვიხარია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
უნიკალური პროდუქტი თაფლი - ფაქტები და სტატისტიკა
თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც ისაუბრეს თაფლის ექსპორტის საკითხებზე ევროკავშირის ბაზარზე.
"ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ საქართველოს პირველად აქვს შესაძლებლობა, ქართული თაფლი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე. ეს არის დიდი შრომის შედეგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის.
მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე ტკბილი ახალი ამბავი, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში გაცნობეთ", -აღნიშნა ელჩმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მომდევნო წლიდან თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ქვეითად მოსიარულე დასუფთავების ინსპექცია იმოძრავებს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეითად მოსიარულე დასუფთავების ინსპექცია აღიჭურვება შესაბამისი კამერით და მოქალაქეების მხრიდან ქუჩების დანაგვიანებაზე რეაგირებას მოახდენს.
"ჩვენ გვინდა შემოვიღოთ ქვეითად მოსიარულე დასუფთავების ინსპექცია, რომელიც ივლის ქუჩაში, იქნება აღჭურვილი შესაბამისი კამერით და გააკონტროლებს სისუფთავეს ქალაქში, რომ ცენტრალურ უბნებში, სადაც ტურისტები დადიან, სადაც ჩვენი მოქალაქეები დადიან, ადამიანმა სიგარეტის ნამწვი ჩააგდოს ურნაში და ქუჩა არ დაანაგვიანოს", - განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, აქამდე "თბილსერვისის" მხრიდან მოქალაქეებიის დაჯარიმება არასაკმარისი რესურსის გამო ვერ ხდებოდა. დოლიძის განმარტებით, ამ დროისთვის შპს-ს სულ 10 ეკიპაჟი ჰყავს, რომელიც ძირითადად სამშენებლო კომპანიებს აჯარიმებს სამშენებლო ნარჩენების არასათანადო ადგილზე მოთავსებისთვის.
"ჩვენს სამსახურში არის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს 10 ეკიპაჟი. ეკიპაჟები დადიან ქუჩებში, თუმცა ჩვენგან ხდება კონტროლი ძირითად სამშენებლო ნარჩენზე. სამშენებლო კომპანიები, რომლებიც სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოებს ასრულებენ, შემდგომ ამ ნარჩენებს ყრიან სხვადასხვა ადგილებში, სადაც კანონის მიხედვით არ არის დაშვებული. ამიტომ ძირითადად ხდება მათი დაჯარიმება. ძალიან ბევრი ჯარიმა იწერება სამშენებლო კომპანიებზე", - აღნიშნა დოლიძემ.
მკითხველის კომენტარები
(0)