23 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
22.10.2016 / 16:10
შრიფტის ზომა:

მარნეულსა და ზუგდიდში საარჩევნო უბნები დაიხურა

მარნეულისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნები დაიხურა. კანონმდებლობის თანახმად, ხმის მიცემა 20:00 საათზე შეწყდა.

პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ორი საარჩევნო ოლქის ოთხ საარჩევნო უბანზე დღეს განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი, მარნეულის 48-ე უბნის გარდა 08:00 საათზე დაიწყო. აღნიშნულ უბანში ამომრჩეველთა სიმრავლის გამო, კენჭისყრის დაწყება 15 წუთით დაგვიანდა.

№36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები გაიმართა, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

8 ოქტომბერს, ჯიხაშკარში ორივე საარჩევნო უბანზე არჩევნების ღამეს უბნის დარბევა მოხდა და ამის გამო არჩევნები ჩაიშალა. განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე კი, უბნის თავმჯდომარემ ხმების დათვლის დროს უბანი დატოვა, შემდეგ დაბრუნდა და ხმები დაითვალეს, თუმცა საბოლოოდ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული უბნის შედეგები ბათილად ცნო. სწორედ ამ გარემოებების გამო გახდა საჭირო ორივე სოფელში განმეორებითი არჩევნების ჩატარება.

რაც შეეხება მარნეულს, სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე უბანზე 8 ოქტომბერს დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. აღნიშნული უბნის შედეგები ასევე გაბათილდა.

დამკვირვებლების შეფასებით, ოთხივე უბანზე ხმის მიცემის პროცესი მთელის დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მარნეულსა და ზუგდიდში საარჩევნო უბნები დაიხურა | Allnews.Ge