28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
24.10.2016 / 06:10
შრიფტის ზომა:

პირი, რომელიც ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე შეჭრისას იქნა ლიკვიდირებული, იდენტიფიცირებულია

პირი, რომელიც ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობისას იქნა ლიკვიდირებული, იდენტიფიცირებულია. როგორც სამხედრო პოლიციის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ კუხიანიძე აცხადებს, ის 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა.

კუხიანიძის თქმით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან.

"იდენტიფიცირებული პიროვნება არის 1993 წელს დაბადებული გიგა რომანის ძე შენგელია. არ შემიძლია ჯერჯერობით თქმა სამხედრო სამსახურთან იყო თუ არა კავშირში. ახლა დავალებული მაქვს შესაბამისი სამსახურებისთის დადგენა ვინ არის, რას წარმოადგენს, სად მუშაობდა და ა.შ", - განაცხადა მან "რუსთავი 2"-თან საუბარში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე განმარტებით, გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხა გუშაგი, რომელმაც გასროლა განახორციელა.

ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი, გარდაცვლილია ერთი თავდამსხმელი

"თავდასხმა მოხდა გუშაგზე, რომელმაც მოახდინა გაფრთხილება, შემდეგ ჰაერში გასროლა, რასაც მოჰყვა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. გუშაგი დაიკითხა", - აღნიშნა მან.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პირი, რომელიც ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე შეჭრისას იქნა ლიკვიდირებული, იდენტიფიცირებულია | Allnews.Ge