მსოფლიო
26.10.2017 / 10:10
შრიფტის ზომა:

ვითარება რუსეთის ციხეებში - რითი ჰგავს რუსული საპატიმროები გულაგებს

ვითარება რუსეთის ციხეებში - რითი ჰგავს რუსული საპატიმროები გულაგებს

რუსულ ციხეში პატიმართა ტრანსპორტირება უფლებების უხეში დარღვევითა და ღირსების შემლახავი ქმედებით ხორციელდება - წერს უფლებათდამცველი ორგანიზაცია Amnesty International.

"საბჭოთა კავშირის გულაგებისგან რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა შთამომავლობით გამოსასწორებელი კოლონიები მიიღო, რომელთა უმრავლესობაც ქვეყნის ნაკლებადდასახლებულ ნაწილებშია განთავსებული, მათ შორის უკიდურეს ჩრდილოეთში ან შორეულ აღმოსავლეთში", - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა სათაურით "პატიმართა ეტაპირება რუსეთში: გზა გაურკვევლობისკენ".

მსჯავრდებულები, შესაძლოა, სახლისგან ათასი კილომეტრით დაშორებულ კოლონიებში გაგზავნონ, ისე რომ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს კვირობით არ ჰქონდეთ ინფორმაცია პატიმრების ბედის შესახებ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"დროა რომ რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვას გულაგების უკანასკნელ ნარჩენებზე და საკუთარი პენიტენციალური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს", - წერს Amnesty International.

თავისუფლების აღკვეთის შემდეგ დამნაშავეებმა სასჯელი იმ რეგიონში უნდა მოიხადონ, რომლებშიც ცხოვრობენ, ან სადაც მოხდა მათი გასამართლება, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში.

თუმცა, ამ ნორმას ბევრი გამონაკლისი აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა ბრალდებულების ეტაპირებას სახლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით.

შედეგად ოჯახის წევრებს ფინანსსური სახსრებიც არ ჰყოფნით საიმისოთ რომ პატიმრები მოინახულონ.

მაგალითად "Менатеп" ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, პლატონ ლებედევის მოსანახულებლად, მატარებელში 2 დღე-ღამის გატარება იყო საჭირო, რის შემდეგაც პაემანზე მისვლის მსურველს მდინარე ობი უნდა გადაეცურა, ხოლო თუ ზამთარი იყო ყინულზე გადაევლო.

ადამიანის უფლებათა ევროოპული სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში რუსეთის ხელისუფლება ლებედევის განთავსებას სახლიდან 4 ათასი კილომეტრის მოშორებით, მისივე უსაფრთხოებით ხსნიდა.

ქალები კიდევ უფრო არასახარბიელო ვითარებაში არიან, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე არსებული 760 პენიტენციალური დაწესებულებიდან მხოლოდ 46-ში არის შესაბამისი პირობები ქალი პატიმრების განსათავსებლად.

1999 წლის მონაცემების თანახმად (უფრო ახალი მონაცემები არ არსებობს) პატიმართა 12% განსახლების ან ჩაწერის რეგიონს მიღმა იხდიდა სასჯელს, ქალების შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 44%-ს აღწევდა.

დანიშნულების ადგილამდე არსებული გზის დაფარვას პატიმრები რამდენიმე კვირას, ზოგიერთ შემთხვევაში კი ერთ თვეს ანდომებენ.

პატიმრების გადასაყვან ვაგონებს ჩვეულებრივ სამგზავრო მატარებლებს ამაგრებენ. თუმცა, უნდა ითქვას რომ დანიშნულების ადგილას ბოლომდე არც ერთი მატარებელი არ მიდის, ამიტომ პატიმრები ხშირ შემთხვევაში შემდეგ მატარებელს დაახლოებით ერთ კვირას ელოდებიან. ყოველ ახალ პენიტენციალურ სისტემაში მათ თავიდან ბოლომდე ამოწმებენ, საამისოდ კი არც თუ ჰუმანურ მეთოდებს იყენებენ.

დიდ კუპეში, რომელიც 3,5 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ნორმატივების თანახმად 12 ადამიანის განთავსებაა დასაშვები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თითოეულ პატიმარზე და მის ბარგზე საშუალოდ 0,29 კვადრატული მეტრი მოდის.

მსგავს პირობებში წოლა შეუძლებელია, ამიტომ პატიმრები ჯდომით შემოიფარგლებიან. ვაგონში არ არის ფანჯრები, მაგრამ არის გისოსი, რომელიც ვაგონის კორიდორში გადის, პატიმრებს მშრალ საკვებს ურგებენ. მგზავრობის დროს პატიმრებისთვის არ არის გამოყოფილი თეთრეული, ტუალეტში შესვლა კი 5-6 საათში ერთხელ არის შესაძლებელი. გაჩერებებზე და ასევე ღამით საპირფარეშოების გამოყენება  ფაქტობრივად აკრძალულია.

"ძალიან ვწვალობდი რადგან გვითხრეს რომ ღამით საპირფარეშოში არ გაგვიყვანდნენ. მოგვიანებით გავიგე როგორ უნდა მოვქცეულიყავი. პატიმრების უმეტესობას თან პოლიეთილენის პარკები მიჰქონდა, თუ მოხერხდებოდა პოლიეთილენის ბოთლებიც",- Amnesty International-ს ყოფილი პატიმრის გენადი აფანასევის სიტყვები მოჰყავს.

Amnesty International-ის მიერ ზემოთ მოყვანილი ადამიანის უფლებათა დარღვევის მაგალითებს ისიც ემატება, რომ იმ პერიოდის განმავლობაში სანამ პატიმრების ეტაპირება მიმდინარეობს, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა მათი ადგილმდებარეობისა და ბედის Sესახებ არაფერი იციან.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრები ბრალდებულების ადგილსამყოფელს დაპატიმრებიდან ერთი თვის შემდეგ ისიც დიდი ძალისხმევის შემდეგ იღებენ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

დევნილთა სამინისტრო დევნილებს მიმართავს | Allnews.Ge

დევნილთა სამინისტრო დევნილებს მიმართავს

დევნილთა და განსახლების სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, ბინის მიღებასთან დაკავშირებით თაღლითურ შეთავაზებებს არ დაუჯერონ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

რეხვიაშვილი გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას.

"სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს დევნილებს - არ დაუჯერონ მსგავს თაღლითურ შეთავაზებებს.

ბინების განაწილდება ხდება კრიტერიუმების შესაბამისად, კომისიურად, ღიად და გამჭვირვალედ.

ყოველი ასეთი ფაქტი გამოაშკარავებული იქნება. 2016 წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 400 დევნილი ოჯახი მიიღებს, აქედან, 200 ოჯახი ეგრეთ წოდებულ "ოლიმპიურ სოფელში", 200 კი მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსში დადიანის ქუჩაზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი გაფართოებული კომისია, რომელმაც 11 016 განაცხადიდან უნდა გამოავლინოს ის 400 დევნილი ოჯახი, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, თბილისში ბინები გადაეცემათ მუშაობას 7 ნოემბრიდან იწყებს. კომისიის მუშაობის პროცესი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც დევნილი ოჯახების დაზუსტებული სია საჯარო გახდება და სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

სამინისტრო მოუწოდებს დევნილებს, რომ მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ან სამინისტროს ანონიმურობა დაცული იქნება", - განაცხადა რეხვიაშვილმა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში, ლაშა შ-მ აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე მიიღებდა საცხოვრებელ ბინას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 6000 აშშ დოლარი. მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ლაშა შ-მ აღნიშნულ პირს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 3000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.