
კომპანია "სითი პარკმა" თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია "ფრეშ ფილდი" დაიქირავა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "სითი პარკის" იურისტმა თამარ შუბითიძემ განუცხადა.
შუბითიძის განცხადებით, კომპანია "ფრეშ ფილდი" საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით მუშაობს.
"კომპანია "ფრეშ ფილდის" მიერ უკვე გაგზავნილია მოთხოვნა მერიაში საქმის მასალების გადაცემისა და შეხვედრების ჩანიშვნის მოთხოვნით, რათა დეტალურად გაერკვნენ საქმის ვითარებაში და ჩაერთონ პროცესში. ეს არის კომპანია, რომელიც შემდგომში, მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში, იქნება კომპანიის წარმომადგენელი საერთაშორისო არბიტრაჟში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კომპანიის მიერ ერთი წერილი 17 აპრილს გაიგზავნა თბილისის მერიაში, რაზეც მერიამ კომპანიის მხრიდან მინდობილობის წარდგენა მოითხოვა, თუმცა დაადასტურეს, რომ მზად არიან ნებისმიერი შეხვედრისთვის. რაც შეეხება ბოლო წერილს, ის 4 მაისს არის გაგზავნილი და უახლოეს დღეებში ველოდებით პასუხს შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით", - განაცხადა შუბითიძემ.
რაც შეეხება სარჩელის განხილვას, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში „სითი პარკმა“ შეიტანა, როგორც შუბითიძე აცხადებს, საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება "სითი პარკის" ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 13 მარტს გააკეთა. კომპანიას დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულებას 2018 წლის 10 აპირილიდან შეუწყვიტა და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისში, სტადიონ "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
მათივე განმარტებით, გამოძიება "სისხლის სამართალის კოდექსის" 115-ს მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო იყო. "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავეები არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცი წუხელ ღამით გაიყინა, თუმცა მეორე ვერსიით, ის გულთან დაკავშირებული პრობლემებით გარდაიცვალა.
აღნიშნული მამაკაცის დაღუპვის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
მკითხველის კომენტარები
(0)