01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
08.11.2016 / 10:11
შრიფტის ზომა:

ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც მამაკაცს მოკლული კატა უჭირავს, განცხადება ვრცელდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს საფუძველზე, რომელშიც მოქალაქეს უჭირავს მოკლული კატა (გარეული ველის კატა) და ტყის ქათამი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება და ფოტოს ავტორს ჩამოართვეს ახსნა-განმარტება. მოქალაქე აცხადებს, რომ ნადირობის შედეგად მოიპოვა ორი ერთეული ქათამი, ხოლო კატის მოკვლის ფაქტს უარყოფს და მისი განცხადებით, მოკლული კატა გზად სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინა და გადაიღო ფოტო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა სანადირო თოფის სარეგისტრაციო მოწმობა და გადამფრენ ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დაილუქა სანადირო თოფი. ჩამოერთვა ორი ცალი ტყის ქათამი და გარეული (ველის) კატა. შედგა შესაბამისი აქტი და ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.

მკითხველის კომენტარები
(9)

ნათი
10 ნოემბერი , 2016 19:11

რას ერჩოდი კატას? გეშინოდეს მომავლის

ტამარი
09 ნოემბერი , 2016 05:11

დებილია ეს კაცი.ეგ კატა 2000 სი დოლარის ღირებულების ჯიშის კატაა. გაეყიდა ისარგებლებდა რასა კლავდა ?! დარწმუნებული ვარ მისი სული კატის სხეულში მოევლინება როცა დრო მოვა და მასაც მასე გაუსწორდებიან.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც მამაკაცს მოკლული კატა უჭირავს, განცხადება ვრცელდება | Allnews.Ge