30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
17.11.2016 / 08:11
შრიფტის ზომა:

ემოები, პანკები, გოთები - როგორია სუბკულტურების არსებობის პრაქტიკა საქართველოში

სუბკულტურები წარმოადგენენ ჯგუფებს, რომელთაც უმრავლესობისგან განხვავებული შეხედულებები, ღირებულებები და ნორმები აქვთ.

ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოშიც არსებობს სუბკულტურული ჯგუფები, რომლებიც, როგორც წესი, საზოგადოებისთვის ნაკლებად ხილულები არიან.

ეს ჯგუფები, შესაძლოა იყვნენ ემოები; პანკები; გოთები, რომლების პოსტ-პანკური ჟანრის მიმდევრები არიან, დაახლოებით 35 წელია არსებობენ და ნეოკლასიკურ, პანკურ და რამდენიმე მიმდინარეობის როკ-მუსიკას აერთიენებენ. სუბკულტურას წარმოადგენენ Metalhead-ებიც, რომლებიც მძიმე მეტალის შემსრულებლები ან მსმენელები არიან და ა.შ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

22 წლის ემილი ბერგმანი უკვე დიდი ხანია გოთური სუბკულტურის წარმომადგენელია. ემილის თქმით, მისი გოთიკასთან დაახლოება ხელოვნების სიყვარულმა და განათლებამ განაპირობა.

"მთელი ცხოვრებაა ვმღერი. მუსიკით გამოვხატავ ჩემს შინაგან მელანქოლიასა და ფიქრებს, ჩემი გოთური სტილით კი ის გადმომაქვს, რაც შინაგანად მაქვს," - განმარტავს ემილი Allnews.ge-სთან საუბარში და დასძენს, რომ საზოგადოებას მისი ჩაცმის სტილის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს, - "ხშირ შემთხვევაში ინტერესს იწვევს, ზოგს კი აგრესიული და ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, არსებობენ ისეთებიც, ვისაც ეს მოსწონს," - აღნიშნავს ის.

22 წლის გოთი გოგონას თქმით, ის მარტოობას არჩევს და აღნიშნული სუბკულტურის სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობა ნაკლებად აქვს.

სოციალური ანთროპოლოგის, თეონა მატარაძის განმარტებით, სუბკულტურების ყოლის თვალსაზრისით, საქართველოს ცუდი გამოცდილება არ აქვს, რადგან საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი ჯგუფები ხშირად იქმნებოდა.

ისინი ძირითადად დაუმორჩილებლობას გამოხატავდნენ და მათი ქმედებები კედლების რღვევასთან ასოცირდებოდა.

"მაშინ ეს მიწისქვეშეთის ჯგუფები ძალიან პოზიტიურ კონოტაციას ატარებდნენ, რადგან ლიბერალიზმთან, დასავლეთთან დაახლოებასთან და კედლების რღვევასთან ასოცირდებოდნენ. წვერის მოშვება, გრძელი თმა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანების მხრიდან განაცხადად მიიჩნეოდა, რომ ეს იყო თავისუფლებისკენ ლტოლვის გამოხატულება," - აღნიშნავს პროფესორი და დასძენს, რომ აღნიშნული ჯგუფების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულება ყველა მცირე ერისთვის დამახასიათებელია, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის, რადგან ჩვენში მუდმივად რომელიმე დიდ სახელმწიფოსთან ასიმილაციისა და საკუთარი კულტურის დაკარგვის შიში ღვივდება".

"ეს ჯგუფები არ არიან ხილვადები, ამიტომ ქართული საზოგადოება არც ინტერესედება იმ დეტალებით, რას გამოხატავენ ისინი.

ძალიან ძნელია, იყო განსხვავებული და ეს განსხვავებულობა მიაღებინო საქართველოს.

ასე რომ მათი მიმღებლობის პროცესი ძალიან ხანგრძლივია," - ამბობს ის.

თეონა მატარაძე თბილისში, 19 ოქტომბერს, საირმის ქუჩაზე შვილის მიერ თანამზრახველებთან ერთად დედის მკვლელობასაც ეხმაურება, რომელზეც პროკურატურამ, ბრალდებულთა ფოტოებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ შესაძლოა, დანაშაული რიტუალურ ხასიათს ატარებდეს.

"სანამ საქმე ბოლომდე არ იქნება გამოძიებული, მსგავსი კომენტარების გაკეთება არასწორია, რადგან ეს აღნიშნული ჯგუფების მარგინალიზაციას ხელს ნამდვილად შეუწყობს.

თუმცა ასეთი მოსაზრებები, შეიძლება, ახსნადი იყოს, რადგან, ჩვენ არ გვინდა, დავიჯეროთ, შვილს შეუძლია დედა მოკლას ან თუ მაგდა პაპიძის საქმეს გავიხსენებთ, არ გვინდა დავიჯეროთ, რომ, დედას შეუძლია შვილის მოკვლა. 

გაცილებით უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს და პასუხისმგებლობას მოვიხსნით, თუ ვიფიქრებთ, რომ ეს საქციელი სხვა ჯგუფის წევრმა ჩაიდინა, რომელიც ჩვენთვის მიუღებელი ადამიანია.

ერთი ქმედების კონკრეტულ ჯგუფზე მიწერა ცუდია, რადგან ამ ჯგუფის სოციალურ პოზიციას ეჭვქვეშ აყენებს და მის მიმართ გაღვივებულმა აგრესიამ შეიძლება, უფრო მძიმე სახე მიიღოს," - განმარტავს სოციოლოგი.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებებმა, შესაძლოა, სხვადასხვა სუბკულტურის მარგინალიზაცია გამოიწვიოს.

მთავარი საგამოძიებო უწყების განცხადების შესახებ Allnews.ge სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილსაც ესაუბრა.

მისი თქმით, პროკურატურამ მსგავსი განცხადებები, მხოლოდ საქმის გამოძიების შემდეგ უნდა გააკეთოს, რათა საზოგადოებაში სტერეოტიპების გამყარებას არ შეუწყოს ხელი.

"წინასწარ, რაიმე მოტივის გაჟღერება, როდესაც საქმის შესწავლა დასრულებული არ არის, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მომხდარიყო. გამოძიებას წინასწარი შეფასებებისგან თავი უნდა შეეკავებინა," - განაცხადა სახალხო დამცველმა.

საქმის გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს და ბრალდებულები პატიმრობაში იმყოფებიან, ჩადენილი მკვლელობის ოფიციალური ვერსია კი მოსამართლის საბოლოო ვერდიქტის შემდეგ გახდება ცხნობილი.

მარიამ მენაბდიშვილი

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ემოები, პანკები, გოთები - როგორია სუბკულტურების არსებობის პრაქტიკა საქართველოში | Allnews.Ge