02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შესაძლოა მუშაობა ყაზახეთში განაგრძოს | Allnews.Ge

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შესაძლოა მუშაობა ყაზახეთში განაგრძოს

არსებული ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შესაძლოა მუშაობა ყაზახეთში განაგრძოს.

როგორც გაზეთი "ლელო" წყაროზე დაყრდნობით წერს, ვაისის კანდიდატურა ერთ-ერთია, რომელიც ყაზახეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება.

პორტალი აღნიშნულთან დაკავშირებით ყაზახური მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულ ხუთი კანდიდატი სახელდება.

"ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია გუშინვე Sport.kz-ს წერილით დადასტურდა. საინფორმაციო პორტალი ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ხუთ კანდიდატს ასახელებს: სტანიმირ სტოილოვი (ბულგარეთი, მუშაობს "ასტანაში"), ვლადიმირ მუხანოვი (რუსეთი, "ოკჟეტპესი"), იური კრასნოჟანი (რუსეთი), დიმიტარ დიმიტროვი (ბულგარეთი, "ირტიში") და ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი, საქართველოს ნაკრები)“, - წერს გაზეთი "ლელო".

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე