
ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, ხვალ, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ.
როგორც თბილისის მერიიდან გვაცნობეს, ხვალ აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ხიდების (გლდანის ხიდების) მიმართულებით, გაივლის სარაჯიშვილის გამზირს და ზაჰესის დასახლების გავლით მოხვდება ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, უკვე დასრულდა ხიდის ბურჯების მოწყობა, მიმდინარეობს მალის ნაშენის მონტაჟი, რისთვისაც კონტრაქტორმა კომპანიამ სპეციალური ტექნიკა - 300 ტონიანი ამწე აზერბაიჯანიდან შემოყვანა. შემდეგ ეტაპზე დაიგება რკინა-ბეტონის ფილები და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი. მალის დამონტაჟება 24 ნოემბერს დაიწყება.