27 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
25.11.2016 / 06:11
შრიფტის ზომა:

"აუდიტორია 115" მოთხოვნების სიას აქვეყნებს

"აუდიტორია 115"-ის სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში არიან გამაგრებულები.

როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ჯავახიძემ განაცხადა, სტუდენტები მე-6 კორპუსში იმყოფებიან და არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულება, რაშიც თვითმმართველობის გაუქმება და უნივერსიტეტში სხვა რეფორმების განხორციელება იგულისხმება.

"ვიმყოფებით მე-6 კორპუსში. ავჭედეთ ორივე კარი და შენობა პიკეტირებულია. აქაურობას არ დავტოვებთ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება", - განაცხადა ჯავახიძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამავდროულად "აუდიტორია 115" მოთხოვნების სიას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სტუდენტები ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას არ შეეგუებიან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი ამიტომ დაიკავეს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აუდიტორია 115-სა და სახელმწიფოს შორის მრავალთვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად მრავალგზის დაპირებისა, მთავრობამ არ შეასრულა ჩვენი არც ერთი მოთხოვნა. ალბათ, ყველას გვახსოვს, სახელმწიფოს უმაღლესი პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, საჯარო განცხადებები, მათ არაერთხელ დაადასტურეს აუდიტორია 115-ის მოთხოვნების ლეგიტიმურობა და დაპირდნენ სტუდენტებსა და საზოგადოებას მათ შესრულებას.

ჩვენ, სტუდენტები, ვერ შევეგუებით ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას. შესაბამისად დღეს დავიკავეთ სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი. ბრძოლას ვაგრძელებთ იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას: დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" 45 მუხლის გასაუქმებლად, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებას. შემუშავდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესი.

კონსტიტუციაში განისაზღვროს, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით.

გამოიყოს თანხა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის.

მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები, პირდაპირი წესით, გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოხდება კანონის ცვლილება.

უნივერსიტეტის რექტორმა, შეასრულოს წინასაარჩევნი დაპირება და სასწრაფო წესით დაინერგოს უნივერსიტეტში გარე რეფერირების მექანიზმი.

მოვუწოდებთ სტუდენტებსა და ლექტორებს, არასამთავრობო სექტორს, აქტივისტურ ჯგუფებს, შემოუერთდით სტუდენტურ პროტესტს.

ყველა სტუდენტი თანასწორია", - ნათქვამია "აუდიტორია 115"-ის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"აუდიტორია 115" მოთხოვნების სიას აქვეყნებს | Allnews.Ge