27 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
25.11.2016 / 11:11
შრიფტის ზომა:

თსუ-ის მეორე კორპუსში, "აუდიტორია 115"- ის წევრებსა და თვითმმართველობის წევრებს შორის უსაფრთხოების სამსახური დგას

თსუ-ის მეორე კორპუსში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სიტუაცია გარკვეულწილად დაძაბულია. აღნიშნულ უბანთან "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები და თვითმმართველობის წევრები იმყოფებიან.

აუდიტორიის წარმომადგენლები ამ უბნის პიკეტირებასაც შეეცადნენ, თუმცა ამის საშუალება თვითმმართველობის წევრებმა და დელეგატობის კანდიდატებმა არ მისცეს.

აღნიშნული ჯგფები ერთმანეთის პირისპირ დგანან და მათ შორის თსუ-ის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან განლაგებული.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც ჟურნალისტებს დელეგატობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, თვითმმართველობის წევრმა თათია წულაძემ განუცხადა, "აუდიტორია 115" არის მარგინალური ძალა, რომელიც კონსტიტუციის უხეში დარღვევით ცდილობს ჩაშალოს საარჩევნო პროცესი და პიკეტირებას ახდენს საარჩევნო უბნების.

თავის მხრივ, "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები არალეგიტიმურია და ისინი თსუ-ს ადმინისტრაციას არჩევნების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

თავდაპირველად "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს მეორე კორპუსის შენობა დაკეტილი დახვდათ. შენობის გახსნის შემდეგ მათ ამ კორპუსში მდებარე ორი უბნიდან ერთის პიკეტირება მოახდინეს, ერთთან კი დაპირისპირებული მხარეები არიან შეკრებილნი, საარჩევნო პროცესი ამ უბანზე არ მიმდინარეობს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თსუ-ის მეორე კორპუსში, "აუდიტორია 115"- ის წევრებსა და თვითმმართველობის წევრებს შორის უსაფრთხოების სამსახური დგას | Allnews.Ge