27 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
25.11.2016 / 11:11
შრიფტის ზომა:

თსუ-ში თვითმართველობის არჩევნები ნაწილობრივ შეჩერებულია

თსუ-ის საუბნო საარჩევნო კომისიებმა სრულიად გონივრულად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრის პროცესი დროებით შეეჩერებინათ იმ დრომდე, ვიდრე ვითარება განიმუხტება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დემეტრე ეგნატაშვილმა განუცხადა.

ეგნატაშვილმა ჟუნრალისტებთან კომენტარი გააკეთა თსუ-ის პირველ კორპუსში განთავსებულ თვითმმართველობის საარჩევნო უბნების დროებით დახურვის შესახებ.

ეგნატაშვილის თქმით, უბნების მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საუბნო-საარჩევნო კომისიამ მიიღო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ეს გადაწყვეტილება მათ შეუძლიათ მიიღონ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს რეალური საფრთხე კენჭისყრის პროცესის ხელის შეშლის, ან მაგალითად საარჩევნო მასალის დაზიანების. აქედან გამომდინარე, როდესაც პირველ კორპუსში არსებულ საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა სტუდენტების მასობრივ შესვლას ხმის გამაძლიერებლებით, საუბნო-საარჩევნო კომისიებმა სრულიად გონივრულად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრის პროცესი დროებით შეეჩერებინათ იმ დრომდე, ვიდრე ვითარება განიმუხტება, რის შემდეგაც, ცხადია, ისინი განაახლებენ მუშაობას", - განაცხადა დემეტრე ეგნატაშვილმა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი აქციაში მონაწილე სტუდენტები არ დატოვებენ საარჩევნო უბნების ტერიტორიას, რა რეაგირება ექნება საუბნო-საარჩევნო კომისიებს, ეგნატაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ორი მექანიზმი. ეს არის საარჩევნო პროცესის შეჩერების, ან შეწყვეტის. მისივე თქმით, საუბნო-საარჩევნო კომისებს შეუძლიათ სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოითხოვონ დამატებითი სივრცე, სადაც კენჭისყრის გაგრძელება შესაძლებელი იქნება, ან საერთოდ შეწყდეს კენჭისყრის პროცესი.

მისივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნები მხოლოდ პირველ კორპუსში დაიხურა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თსუ-ში თვითმართველობის არჩევნები ნაწილობრივ შეჩერებულია | Allnews.Ge