
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები ადმინისტრაციისაგან ლექციების ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ კორპუსებში ჩატარებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტის ნინო ტაბაღუას განცხადებით, ისინი "აუდიტორია 115" ეთანხმებიან გარკვეულ მოთხოვნებში. კერძოდ, რომ განათლების რეფორმა აუცილებელია, თუმცა უკმაყოფილებას გამოხატავენ მათი რადიკალური ქმედებების გამო, პრობლემა აქვთ "აუდიტორია 115"-ის წევრების გამოხატვის ფორმასთან, რომლებსაც მე-6 კორპუსი დღემდე დაკავებული აქვთ.
ნინო ტაბაღუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა, ლექციების ჩატარება მოხდეს ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ კორპუსებში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტიკის მიმართულების კიდევ ერთმა სტუდენტმა ქეთევან ჩალაურმა განაცხადა, რომ სტუდენტები გადანაწილებული არიან მაღლივ კორპუსში არსებულ აუდიტორიებში, სადაც ფიზიკურად ვერ ახერხებენ სიარულს და მოითხოვენ ადმინისტრაციისაგან სწავლის პროცესი გაგრძელდეს ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ აუდიტორიებში.
ქეთევან ჩალაური აცხადებს, რომ სასწავლო პროცესი ფაქტიურად ჩაშლილია და ამდენად ითხოვენ ამ პრობლემის მოგვარებას.
სტუდენტებისთვის უცნობია "აუდიტორია 115" -ის წევრები როდის დატოვებს მე-6 კორპუსის შენობას. "აუდიტორია 115"-ს უკვე რამდენიმე დღეა თსუ-ს მე-6 კორპუსი დაკავებული აქვს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები ადმინისტრაციისაგან ლექციების ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ კორპუსებში ჩატარებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტის ნინო ტაბაღუას განცხადებით, ისინი "აუდიტორია 115" ეთანხმებიან გარკვეულ მოთხოვნებში. კერძოდ, რომ განათლების რეფორმა აუცილებელია, თუმცა უკმაყოფილებას გამოხატავენ მათი რადიკალური ქმედებების გამო, პრობლემა აქვთ "აუდიტორია 115"-ის წევრების გამოხატვის ფორმასთან, რომლებსაც მე-6 კორპუსი დღემდე დაკავებული აქვთ.
ნინო ტაბაღუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა, ლექციების ჩატარება მოხდეს ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ კორპუსებში.
პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტიკის მიმართულების კიდევ ერთმა სტუდენტმა ქეთევან ჩალაურმა განაცხადა, რომ სტუდენტები გადანაწილებული არიან მაღლივ კორპუსში არსებულ აუდიტორიებში, სადაც ფიზიკურად ვერ ახერხებენ სიარულს და მოითხოვენ ადმინისტრაციისაგან სწავლის პროცესი გაგრძელდეს ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ აუდიტორიებში.
ქეთევან ჩალაური აცხადებს, რომ სასწავლო პროცესი ფაქტიურად ჩაშლილია და ამდენად ითხოვენ ამ პრობლემის მოგვარებას.
სტუდენტებისთვის უცნობია "აუდიტორია 115" -ის წევრები როდის დატოვებს მე-6 კორპუსის შენობას. "აუდიტორია 115"-ს უკვე რამდენიმე დღეა თსუ-ს მე-6 კორპუსი დაკავებული აქვს.
მკითხველის კომენტარები
(0)