23 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
05.12.2016 / 13:12
შრიფტის ზომა:

რუსთავი-თბილისის მგზავრობის ახალი ტარიფი ქალაქის მერიასთან შეუთანხმებლად დაწესდა

თბილისი-რუსთავის გზის ყოველ დღე, ორჯერ გავლა ანას ცხოვრების განუყოფელი ნაწილი მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. უკვე ორი წელია, რაც ტრანსპორტთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მიღმა 20 წლის სტუდენტი და მისი ოჯახი ტარიფმაც შეაწუხა. მგზავრობის ჯერ კიდევ აქამდე არსებული საფასურის პირობებში, ანას ყოველკვირეული სატრანსპორტო ხარჯები 15 ლარს აჭარბებდა. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით ის რუსთავის სტუდენტურ ასოციაციას შეუერთდა და ქალაქის ადმინისტრაციას სტუდენტური ტარიფის დაწესება მოსთხოვა.

"თბილისში ჩასვლა 6 დღის განმავლობაში მიწევს, ჩემს მეგობრებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც საფასურის გამო ყოველ დღე სახლში დაბრუნებას და ოჯახის მონახულებას ვერ ახერხებს, ამის ნაცვლად თბილისში ახლობლებთან და ნათესავებთან დარჩენა უწევს. სავარაუდოდ, ცოტა ხანში მეც ასე მომიწევს ცხოვრება, რაც ჩემთვის სამწუხარო ფაქტია. ამიტომ სხვა სტუდენტებთან ერთად, უკვე ერთი წელია ჩვენთვის გარკვეული შეღავათების დაწესებას ვითხოვ, რაც საპროტესტო აქციებსა და პეტიციაში გამოიხატება"- განმარტა ანა სანაიამ.

2 დღის წინ, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მგზავრებს განახლებული ტარიფი დახვდათ.

მგზავრობამ კიდევ 20 თეთრით მოიმატა და ჯამში 1,5 ლარი შეადგინა. კომპანია "ინტერტრანსში" მგზავრობის ახალი საფასური ეროვნული ვალუტის გაუფასურებითა და შედეგად მიღებული ფინანსური კრიზისით ახსნეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"რუსთავი-თბილისის 9 მარშრუტიდან მგზავრობის საფასური შვიდზე გაიზარდა. ტარიფი შენარჩუნდა სტუდენტურ მარშრუტზე - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით და ასევე ლილოს მიმართულებით. კომპანია იძულებული იყო ტარიფი გაეზარდა, ვინაიდან ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ კომპანია "ინტერტრანსს" ფინანსური კრიზისი შეუქმნა, გაძვირდა საწვავ-საპოხი მასალა, სათადარიგო ნაწილები, რის გამოც დამატებითი პრობლემები შეიქმნა და კომპანია ვეღარ ასრულებდა ბანკის წინაშე აღებულ ფინანსურ ვალდებულებას" - განაცხადა კომპანია "ინტერტრანსის" წარმომადგენელმა სოფო ცერცვაძემ.

ბანკის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულების შესრულების მიზნით, კომპანიამ ქალაქ რუსთავის მერიის წინაშე აღებული ვალდებულებები უგულებელყო. ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კომპანიამ გადაწყვეტილება მერიასთან შეთანხმების გარეშე მიიღო და ტარიფი თვითნებურად გაზარდა.

"პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ რუსთავის მერია, რა თქმა უნდა, წინააღმდეგია ტარიფის გაზრდის.

"ინტერტრანსმა" მგზავრობის ღირებულება მერიასთან შეუთახმებლად გაზარდა.

რუსთავის საკრებულოს მიერ 2014 წლის 10 თებერვალს დამტკიცებული წესის თანახმად, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მფლობელ კომპანიას ტარიფის სავარაუდო გაზრდასთან დაკავშირებით, მერიაში 1 თვით ადრე უნდა გაეგზავნა შეტყობინება.

"ინტრტრანსის" წერილი მერიაში 24 ნოემბერს შემოვიდა, მათ ისე გაზარდეს ტარიფი, რომ მერიისგან პასუხი მიღებული არ ჰქონდათ", - განაცხადა რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსმა თამარ აქუბარდიამ.

მისი თქმით კომპანია "ინტერტრანსისა" და ქალაქის მერიის წარმომადგენლების შეხვედრა ხვალისთვის იგეგმება. ახალი გაძვირებული ტარიფის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვას და შესაბამისი შეღავათიანი ტარფის მოთხოვნას სტუდენტებიც გეგმავენ.

სტუდენტურ ტარიფთან დაკავშირებით თამარ აქუბარდიამ განმარტა, რომ ამ დროისთვის რუსთავის მერიას აქვს სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახის წევრ სტუდენტებს ყოველთვიურად მგზავრობის ხარჯების დასაფარად 50 ლარი ერიცხებათ.

სტუდენტური ტარიფის დაწესება კი მხოლოდ კომპანია "ინტერტრანსთან" შეთანხმებით და მისი თანამონაწილეობით უნდა მოხდეს, რაზეც თავის მხრივ კომპანიაში მზაობა უკვე გამოაცხადეს.

მკითხველის კომენტარები
(2)

ნანა ჩიხლაძე
05 დეკემბერი , 2016 18:12

მე,პირადად გვერდში დავუგდები სტუდენტებს,არ უნდა გაიზარდოს სამარშუტო ტაქსებზე მგზავრობის ტარიფი,ამისთვიის ნამდვილად არ ვართ მზად!!!!!!!!!! ჯერ,ხელფასებზე და პენსიებზე იზრუნეთ...

სსს
05 დეკემბერი , 2016 13:12

სტუდენტების გარდა მთელი ქალაქი დადის თბილისში სამუშაოდ და ნუ დაახრჩობთ ხალხს ..მარტო მაგათთვის არ გაძვირებულა საწვავი და სხვა რამ .არც ხალხი დადგომიათ მათ გარანტად რომ სესხი დაეფარათ , მაშინ მერიას ეზრუნა და შემოეყვანათ ისეთი კომპანია რომელიც შეძლებდა სესხის გარეშე მომსახურეობას . რა ხალხის კისრის ხარჯზე აიღეს სესხი . ეგ არაა ხალხის მომსახურეობა ---ეგ არის ხალხის ძარცვა . ისედაც გაჭირვებულ ხალხს ნუ ახრჩობთ ,თორემ უფალი არ გაპატიებთ და წაგლეკავთ .

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რუსთავი-თბილისის მგზავრობის ახალი ტარიფი ქალაქის მერიასთან შეუთანხმებლად დაწესდა | Allnews.Ge