
"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გამართულ აქციაზე დაკავებული 2 პირის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა გურამ იმნაძემ განაცხადა, სამართალდამცველებს დღევანდელ პროცესზე არ ჰქონდათ წარმოდგენილი სამხრე კამერების ჩანაწერები, რის მიხედვითაც, მსჯელობა უნდა გამართულიყო. ადვოკატის თქმით, სწორედ ეს გახდა პროცესის გადადების მიზეზი.
"პროცესის გადადების მიზეზი იყო ის, რომ სამართალდამცავებმა ვერ წარმოადგინეს სამხრე კამერებზე დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერები. სწორედ ამ ჩანაწერებით უნდა წარმართულიყო პროცესი და ემსჯელა სასამართლოს. ამიტომ მოვითხოვეთ პროცესის გადადება. რატომ ვერ წარმოადგინეს სამართალდამცველებმა ვიდეოჩანაწერები, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ცხადია, რომ ეს ტექნიკურად მარტივი პროცედურაა", - განაცხადა გურამ იმნაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პროცესის გადადების პარალელურად, "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გამართულ აქციაზე დაკავებული ორი პირი, შოთა ხინჩეგაშვილი და მირიან მალაყმაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათ ბრალად "ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის" 173-ე მუხლის დარღვევა ედებათ, რაც პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან 15 დღით თავისუფლების აღკვეთას.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გამართულ აქციაზე დაკავებული 2 პირის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა გურამ იმნაძემ განაცხადა, სამართალდამცველებს დღევანდელ პროცესზე არ ჰქონდათ წარმოდგენილი სამხრე კამერების ჩანაწერები, რის მიხედვითაც, მსჯელობა უნდა გამართულიყო. ადვოკატის თქმით, სწორედ ეს გახდა პროცესის გადადების მიზეზი.
"პროცესის გადადების მიზეზი იყო ის, რომ სამართალდამცავებმა ვერ წარმოადგინეს სამხრე კამერებზე დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერები. სწორედ ამ ჩანაწერებით უნდა წარმართულიყო პროცესი და ემსჯელა სასამართლოს. ამიტომ მოვითხოვეთ პროცესის გადადება. რატომ ვერ წარმოადგინეს სამართალდამცველებმა ვიდეოჩანაწერები, ჩვენთვის უცნობია, თუმცა ცხადია, რომ ეს ტექნიკურად მარტივი პროცედურაა", - განაცხადა გურამ იმნაძემ.
პროცესის გადადების პარალელურად, "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გამართულ აქციაზე დაკავებული ორი პირი, შოთა ხინჩეგაშვილი და მირიან მალაყმაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათ ბრალად "ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის" 173-ე მუხლის დარღვევა ედებათ, რაც პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან 15 დღით თავისუფლების აღკვეთას.
მკითხველის კომენტარები
(0)