საზოგადოება
24.08.2018 / 07:08
შრიფტის ზომა:

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტებს შექმნის

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტებს შექმნის

საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის ჩვენ სამუშაო კვოტებს შევქმნით, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მერკელის განცხადებით, კვოტები გარკვეული სპეციალობებისთვის შეიქმნება, რომლის დეფიციტიც გერმანულ ბაზარზეა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ჩვენ ვამუშავებთ ახლა დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით, ჩამოვაყალიბებთ, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, მათ შორის გაძლიერდეს პროფესიული სკოლები მრავალი მიმართულებით. ამას გარდა, მნიშვნელოვანია გერმანული ენის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების მიღება, რათა ათვისებული და გაძლიერებული იქნას გერმანიაში აღიარებული პროფესიული ხელობა. ეს არის ძალიან რთული, რასაც ადამიანები ითვისებენ, სწავლობენ და ისევ და ისევ ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამის გამოყენება", - განაცხადა მერკელმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მყოფი ქართველებისთვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის მიცემის საკითხი მერკელთან დღევანდელ შეხვედრაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა დააყენეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ განუცხადა, მათ გერმანიის კანცლერისგან მიიღეს დაპირება, რომ გერმანია ამ კუთხით მუშაობას დაიწყებს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

2017 წელს მუნიციპალური ტრანსპორტის გადასახადი არ გაიზრდება | Allnews.Ge

2017 წელს მუნიციპალური ტრანსპორტის გადასახადი არ გაიზრდება

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს მუნიციპალური ტრანსპორტის გადასახადი არ გაიზრდება. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს ნარიყალაზე განუცხადა, სადაც ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

"მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირება დედაქალაქში 2017 წელს მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა ნარმანიამ.

დედალაქში, მუნიციპალური ტრანსპორტის გაზრდაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" მერიას ფასების გაზრდის თაობაზე შეტყობინება გაუგზავნა. როგორც მერიაში აცხადებენ, მსგავსი შეტყობინება შარშანაც გაიგზავნა, თუმცა ფასები არც გასულ წელს გაზრდილა.