
ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მიერ წლის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, მეტროსა და ავტობუსების მიერ გადაყვანილი მგზავრების ჯამს უტოლდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, კვლევების მიხედვით, მიკროავტობესებს წელიწადში 220 მლნ მგზავრი გადაჰყავს და ამ მიზნით მოქალაქეებს ყოველდღიურად ხაზზე დაახლოებით 1600 მიკროავტობუსი ემსახურება.
რაც შეეხება მეტროს, წელიწადში 105 მლნ მგზავრი გადაჰყავს, ავტობუსების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი 110 მლნ მგზავრზე მეტია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ჩვენი გეგმაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ეს გულისხმობს მეტროს განახლებას და ავტოპარკის ცვლილებას. თუ ჩვენ გვექნება განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს ნიშნავს იმას, რომ მგზავრების უმრავლესობა, თუნდაც ფასიდან, სერვისიდან თუ კომფორტიდან გამომდინარე, უპირატესობას საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს. ამიტომ, ამ ეტაპზე ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგად იყოს განვითარებული, რომ მგზავრთნაკადების მომსახურეობა ოპტიმალური იყოს", - განაცხადა ლექვინაძემ.
მერიას კომპანია "თბილისის მიკროავტობუსთან" ხელშეკრულება 2031 წლამდე აქვს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სინოპტიკოსები 15 დეკემბერს თბილისში თოვას ვარაუდობენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს, მთელი კვირის განმავლობაში საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ნალექი ძირითადად, წვიმის სახით, 15 დეკემბრიდან კი, თოვლის სახით იქნება წარმოდგენილი.
დღეს და ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ +9 +14 , აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7 +14 გრადუსი იქნება.
თბილისში ხვალ და ზეგ შესაძლებელია მცირე წვიმა. 15 დეკემბერს კი, ნავარაუდევია თოვლი.
სინოპტიკოსები 15 დეკემბერიდან თოვლთან ერთად, ტემპერატურის კლებასა და აციებას პროგნოზირებენ.
მკითხველის კომენტარები
(0)