
მიმდინარე კვირის მონაცემებით, საწვავის საშუალო ფასი მსოფლიოს მასშტაბით 0,99 ამერიკულ დოლარს შეადგენს. თუმცა, სუბსიდიებისა და საგადასახადო ბეგარის გამო, საწვავის ფასი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. ზოგადი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მდიდარ ქვეყნებს საწვავზე გაცილებით მაღალი ფასი აქვთ დაწესებული, ვიდრე ღარიბ ქვეყნებს. გამონაკლისს, მხოლოდ, აშშ წარმოადგენს.
საწვავზე ყველაზე დაბალი ფასებით ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მოსახლეობაც სარგებლობს, შესაბამისად, ქუვეითში, საუდის არაბეთში, თურქმენეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში ნავთობის ფასი 0,22 დოლარია. საწვავის განსაკუთრებულად მაღალი ფასით ჰონგ-კონგი, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნები გამოირჩევა - აქ საწვავის ფასი 1,45 დოლარიდან იწყება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საწვავის ღირებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰონგ-კონგშია, სადაც ერთი ლიტრი ბენზინის ღირებულება 1,85 დოლარს შეადგენს.
საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც საწვავის ფასი საშუალოზე დაბალია. აქ ერთი ლიტრი ბენზინის შეძენა საშუალოდ 0,75 დოლარადაა შესაძლებელი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
IDFI-ს კვლევის თანახმად, 2014-2015 წლებთან შედარებით, 2016 წლის 9 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
IDFI 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკისა და მისი ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2016 წლის 9 თვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2014-2015 წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემების შედარებითი ანალიზიდან ირკვევა, 2016 წლის 9 თვეში რეგისტრირებულია 27 846 დანაშაული, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 154 ერთეულით მეტია, ხოლო 2015 წელთან შედარებით - 1394 ერთეულით მეტი.
ამასთან, 2016 წლის 9 თვეში დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება შემდეგ დანაშაულთა ჯგუფების მიმართებით: დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (743 შემთხვევა); დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ (3660 შემთხვევა); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (536); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (1543 შემთხვევა); სატრანსპორტო დანაშაული (2725 შემთხვევა).
2016 წლის 9 თვის მონაცემებით, ერთადერთ დანაშაულთა ჯგუფს წარმოადგენს მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, რომელთა შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება განვლილ 2 წელთან შედარებით. კერძოდ, 2016 წელს (9 თვე) დაფიქსირდა 1537 შემთხვევა, მაშინ როდესაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ფიქსირდებოდა 1799, ხოლო 2014 წელს - 2026 შემთხვევა. დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა ყალბი დოკუმენტების დამზადება და სხვა.
IDFI აღნიშნავს, რომ 2012 წელს მასშტაბური ამნისტიის ფონზე, საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდებოდა, შესაბამისად, ამ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა საზოგადოებრივი ინტერესი დანაშაულის სტატისტიკის მიმართ, თუმცა მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, 2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო პროაქტიულად არ ასაჯაროებდა სრულ სტატისტიკურ მონაცემებს, ხოლო 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფდა დანაშაულის დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნებას. დღეის მდგომარეობით, IDFI-ის ინფორმაციით, დანაშაულის სტატისტიკა კვლავ არ ქვეყნდება სრულყოფილად, თანმიმდევრულად და პროაქტიულად, რაც ართულებს დანაშაულთან დაკავშირებული ტენდენციების გამოვლენას.
"სამწუხაროდ, 2016 წლის იანვრის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ შეწყვიტა საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად დეტალური სტატისტიკის განთავსება.
მეტიც, ინფორმაციის ასეთი ხელმიუწვდომლობა ბადებს ეჭვს, რომ სამინისტროს მიერ სტატისტიკის გამოქვეყნების არათანმიმდევრულობა განპირობებულია სტატისტიკური მონაცემების შინაარსით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის არასრულად და არათანმიმდევრულად გამოქვეყნება აჩენს ეჭვებს, რომ უწყება ხელოვნურად აფერხებს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას", - აცხადებს IDFI შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს:
სრულად, თანამიმდევრულად და ყოველთვიურად გამოაქვეყნოს დანაშაულის მაქსიმალურად დეტალიზებული სტატისტიკა, რათა საზოგადოებას შეექმნას რეალური სურათი ქვეყანაში არსებული დანაშაულის მდგომარეობის შესახებ; დეტალურად განუმარტოს საზოგადოებას, თუ რა მეთოდოლოგიურმა ცვლილებებმა განაპირობა 2013 წელს დაფიქსირებული დანაშაულის შესახებ სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ მონაცემებში რადიკალური განსხვავება; შეასრულოს დანაშაულის კრიმინოგენული რუკის შექმნის ვალდებულება, რომელიც სამინისტრომ "ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის" ფარგლებში აიღო;
ყოველთვიურად მიაწოდოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დეტალური/ჩაშლილი დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები, ხოლო საქსტატმა თავის მხრივ უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება.
მკითხველის კომენტარები
(0)