26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ზესტაფონში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს | Allnews.Ge

ზესტაფონში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

ზესტაფონში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე აიყვანეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შემთხვევა ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში მოხდა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს შორის დაწყებული დაპირისპირების შედეგად ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.