საზოგადოება
07.05.2018 / 07:05
შრიფტის ზომა:

"სითი პარკმა" თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია დაიქირავა

"სითი პარკმა" თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია დაიქირავა

კომპანია "სითი პარკმა" თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია "ფრეშ ფილდი" დაიქირავა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "სითი პარკის" იურისტმა თამარ შუბითიძემ განუცხადა.

შუბითიძის განცხადებით, კომპანია "ფრეშ ფილდი" საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით მუშაობს.

"კომპანია "ფრეშ ფილდის" მიერ უკვე გაგზავნილია მოთხოვნა მერიაში საქმის მასალების გადაცემისა და შეხვედრების ჩანიშვნის მოთხოვნით, რათა დეტალურად გაერკვნენ საქმის ვითარებაში და ჩაერთონ პროცესში. ეს არის კომპანია, რომელიც შემდგომში, მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში, იქნება კომპანიის წარმომადგენელი საერთაშორისო არბიტრაჟში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კომპანიის მიერ ერთი წერილი 17 აპრილს გაიგზავნა თბილისის მერიაში, რაზეც მერიამ კომპანიის მხრიდან მინდობილობის წარდგენა მოითხოვა, თუმცა დაადასტურეს, რომ მზად არიან ნებისმიერი შეხვედრისთვის. რაც შეეხება ბოლო წერილს, ის 4 მაისს არის გაგზავნილი და უახლოეს დღეებში ველოდებით პასუხს შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით", - განაცხადა შუბითიძემ.

რაც შეეხება სარჩელის განხილვას, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში „სითი პარკმა“ შეიტანა, როგორც შუბითიძე აცხადებს, საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება "სითი პარკის" ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 13 მარტს გააკეთა. კომპანიას დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულებას 2018 წლის 10 აპირილიდან შეუწყვიტა და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს | Allnews.Ge

საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საკურორტო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, შსს-ს აკადემიაში გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრენინგს საქართველოს ყველა რეგიონიდან 74 "მოთხილამურე პატრული" ესწრებოდა. სწავლება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავდა, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შევიდა.

ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტების სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება აიკრძალა.

წელს საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას, შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად, "მოთხილამურე პატრული" დაიცავს. "მოთხილამურე პატრულის" საპილოტე პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარიდან შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო.

სამთო–სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრული სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების პრევენციას და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.