
ისლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ქართველ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალებათ, - ამის შესახებ ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც ისლანდიის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე ავრცელებს.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში დეტალური განმარტებებია მათთვის, ვინც უკვე მიმართა ან მომავალში აპირებს მიმართოს ისლანდიას თავშესაფრის მისაღებად.
"ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების დირექტორატის საემიგრაციო სიაშია, საიმიგრაციო დირექტორატის აზრით, ვითარება ზოგადად უსაფრთხოა და ხელისუფლებას შეუძლია შესთავაზოს მოქალაქეებს საკმარისი დაცვა. საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისად არ სჭირდებათ საერთაშორისო მფარველობა(დაცვა).
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ
საიმიგრაციო სამსახურში შესული განაცხადები განიხილება პრიორიტეტული პროცედურებით და უარყოფილი იქნება რამდენიმე დღეში.
უარყოფილ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში აეკრძალებათ შენგენის ზონაში შესვლა. აპლიკანტები პოლიციის მიერ რეგისტრირებულნი არიან, დაკითხული საიმიგრაციო დირექტორატის მიერ და მიიღებენ ისლანდიის წითელი ჯვრის კანონიერ დახმარებას.
19 ივლისს გამოქვეყნდა ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ. გამომდინარე აქედან, ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში მათ სამშობლოში დააბრუნებს", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მაია რჩეულიშვილს გულის, ფილტვისა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მაია რჩეულიშვილის გამოკვლევების პასუხებს მისი ინტერესების დამცველები დღეს გამოითხოვენ.
"მდგომარეობა ისევ ისეთია, როგორიც იყო. წონის ძალიან სწრაფი კლება მოხდა. ფაქტობრივად, ანორექსიასთან გვაქვს საქმე. ვიცი, რომ არის ფილტვების, გულისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემა და საუბარია იმაზე, რითი დაიწყონ მკურნალობა ექიმებმა. დღეს შეგვაქვს განცხადება გამოკვლევების პასუხებისა და დიაგნოზის გამოთხოვასთან დაკავშირებით. 21 დეკემბერსაა პროცესი და გვინდა ამ დროისთვის გვქონდეს მასალები", - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, გამოკვლევების პასუხების საფუძველზე მაია რჩეულიშვილის ინტერესების დამცველები ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ და თუ სასამართლო მას არ დააკმაყოფილებს, ისინი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
მარიამ ცუცქირიძის ინფორმაციით "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლი და ხელმძღვანელი კვლავ სამოქალაქო საავადმყოფოში რჩება.
მკითხველის კომენტარები
(1)
რას ერჩიან ამ გოგოს? ხელიდან წასული რომ არ არის?