რატომ ვერ შედის ფოთის პორტში გემები | Allnews.Ge

რატომ ვერ შედის ფოთის პორტში გემები

ფოთის პორტის პარალიზებამ გადამზიდავი კომპანიები მნიშვნელოვანად დაგვაზარალა,- ამის შესახებ შპს "რამტრას გრუპის" დირექტორმა ილონა გვათუამ განაცხადა.

მისი თქმით, მალფუჭებადი ტვირთი ბათუმის პორტში გადამისამართდა. როგორც მან აღნიშნა, ტვირთის ნაწილი განსაზღვრული იყო ახალი წლის პერიოდისთვის.

"პორტი ასეთი მდგომარეობისთვის მზად უნდა ყოფილიყო. შექმნილმა ვთარებამ ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ნაწილი ტვირთის გადამისამართდა ბათუმში, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ იქ ინფრასტრუქტურა არ გვქონდა მზად, ამიტომ ტრანსპორტირება ძალიან გაგვიჭირდა," - განაცხადა ილონა გვათუამ.

"ზარალი არის, მაგრამ მისი დათვლა რთულია. ჩვენმა კლიენტებმა დროულად ვერ მიიღეს პროდუქცია. ახლა ჩემი ორი გემი ელოდება პორტში შემოსვლას. არხის გაღრმავებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, რომ ერთი გემი დღის მეორე ნახევარში შემოვა და დაიცლება, მეორე კი - ხვალ. კონტეინერებში მალფუჭებადი პროდუქციაც არის მოთავსებული," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შპს "ბი-ეს-ეი ჯორჯიას" დირექტორმა თემურ ბაბილოძემ.

მისი თქმით, არხში სიღრმის შემცირების გამო, პორტი არასოდეს დაკეტილა და წელს ეს პირველი შემთხვევაა.

"ყოველი წლის ზამთარში არის უამინდობა და შტორმი, მაგრამ არხში სიღრმე არასოდეს შემცირებულა 5 მეტრამდე," -აღნიშნა თემურ ბაბილოძემ.

ფოთში, ღრმაფსკერიანი გემების მოძრაობის პროცესი ჯერ არ აღმდგარა. ფოთის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობის და კონტროლის სამსახურის უფროსის, ნავსადგურის კაპიტნის, ვახტანგ თავბერიძის იფორმაციით, ამ დროისთვის ნავსადგურის კუთვნილებაში არსებულ მიწახაპია "ნიკო ნიკოლაძესთან" ერთად, არხის გამაღრმავებელ სამუშაოებს გემი ,,ასტრა" ახორციელებს, რომელიც ნავსადგურმა ერთ-ერთი ლიტვური კომპანიისაგან დაიქირავა. იხილეთ გაგრძელება