
This is a modal window.
საზოგადოებაში დამკვიდრდა მოსაზრება, რომ გასულ წლებთან შედარებით ქვეყანაში კრიმინალური შემთხვევები გახშირდა.
ყაჩაღობის, ძარცვის, მკვლელობის შესახებ თითქმის ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია მედიასაშუალებებში. იყო შემთხვევები, რომლებიც მძიმე შედეგებით დასრულდა, ქუჩურ გარჩევებსა და ოჯახურ ძალადობას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა, ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კრიმინალი წინა წლებთან შედარებით გაზრდილი არ არის. გიორგი მღებრიშვილის უწყებას ბოლო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბევრჯერ სთხოვეს დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნება. თუმცა მინისტრის განმარტებით, შს სამინისტროს კანონი არ ავალდებულებს, რომ სტატისტიკა გამოაქვეყნოს.
გაიზარდა თუ იკლო დანაშაულმა ქვეყანაში და რომელია თბილისის ყველაზე კრიმინალური უბანი ambebi.ge-მ ინფორმაცია შსს-ს სტატისტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტიდან გამოითხოვა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
უწყების მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს თბილისში სულ 9339 დანაშაულის ფაქტი მოხდა. აქედან გახსნილია 5242 საქმე.
ყველაზე ხშირად დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ ხდება. 2015 წელს თბილისში ასეთი 5894 ფაქტი მოხდა, საიდანაც გახსნილია 2879 საქმე. აქედან დაფიქსირებულია ქურდობის 4426 შემთხვევა, გახსნილია 2037 საქმე.
თბილისის ყველაზე კრიმინალური უბნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ვაკე 2761 ფაქტი, გახსნილია 1130
ისანი 2080 ფაქტი, გახსნილია 1335
გლდანი 1782 ფაქტი, გახსნილია 1051
ძველი თბილისი 1407 ფაქტი, გახსნილია 912
დიდუბე-ჩუღურეთი 1092 ფაქტი, გახსნილია 654
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოებაში დამკვიდრდა მოსაზრება, რომ გასულ წლებთან შედარებით ქვეყანაში კრიმინალური შემთხვევები გახშირდა.
ყაჩაღობის, ძარცვის, მკვლელობის შესახებ თითქმის ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია მედიასაშუალებებში. იყო შემთხვევები, რომლებიც მძიმე შედეგებით დასრულდა, ქუჩურ გარჩევებსა და ოჯახურ ძალადობას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა, ხელისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კრიმინალი წინა წლებთან შედარებით გაზრდილი არ არის. გიორგი მღებრიშვილის უწყებას ბოლო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბევრჯერ სთხოვეს დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნება. თუმცა მინისტრის განმარტებით, შს სამინისტროს კანონი არ ავალდებულებს, რომ სტატისტიკა გამოაქვეყნოს.
გაიზარდა თუ იკლო დანაშაულმა ქვეყანაში და რომელია თბილისის ყველაზე კრიმინალური უბანი ambebi.ge-მ ინფორმაცია შსს-ს სტატისტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტიდან გამოითხოვა.
უწყების მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს თბილისში სულ 9339 დანაშაულის ფაქტი მოხდა. აქედან გახსნილია 5242 საქმე.
ყველაზე ხშირად დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ ხდება. 2015 წელს თბილისში ასეთი 5894 ფაქტი მოხდა, საიდანაც გახსნილია 2879 საქმე. აქედან დაფიქსირებულია ქურდობის 4426 შემთხვევა, გახსნილია 2037 საქმე.
თბილისის ყველაზე კრიმინალური უბნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ვაკე 2761 ფაქტი, გახსნილია 1130
ისანი 2080 ფაქტი, გახსნილია 1335
გლდანი 1782 ფაქტი, გახსნილია 1051
ძველი თბილისი 1407 ფაქტი, გახსნილია 912
დიდუბე-ჩუღურეთი 1092 ფაქტი, გახსნილია 654
მკითხველის კომენტარები
(5)
ძალიან საინტერესო "სტატისტიკაა" უბნების მიხედვით.<br />ამ "სტატისტიკის" მიხედვით მხოლოდ იმას ვიგებთ,თუ რომელ უბანში რა ხდება ,მაგრამ რომელი უბნელი სად რას ჩადის ამის სტატისტიკა უფრო საინტერესო იქნებოდა.შემთხვევით უბნების "საზღვრებთან "ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც საინტერესოა.ვთქვათ ვერა-ვაკის ,ან ვაკე საბურთალოს გადაკვეთაზე,ნაძალადევი სანზონის ჩასახვევი და ... ასეთი სტატისტიკა უბნების მიხედვით არის აბსოლუტური სისულელე.ამის დამწერს რისი თქმა უნდოდა სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე.
ზურა საყელო ხომ არ გიჭერს