31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გიორგი მღებრიშვილმა "ბალასტად" წოდებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა | Allnews.Ge

გიორგი მღებრიშვილმა "ბალასტად" წოდებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს, ჩირქს სცხებენ მას, - ასე განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუშინ მის მიერვე გაკეთებული განცხადება, რომ "სამინისტრო ბალასტისგან გათავისუფლდება".

მინისტრის თქმით, 40 ათასიან კოლექტივში შესაძლოა ასეთი ადამიანები იყვნენ.

მღებრიშვილის თქმით, მის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.

"მე ვიხმარე სიტყვა ბალასტი, გიდასტურებთ. დიახ, მე ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს, ჩირქს სცხებენ მას და ასეთ ადამიანებს მე ვუწოდებ ბალასტებს.

სწორედ ასეთი ადამიანებისგან იქნება გათავისუფლებული შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შესაძლებელია იყვნენ ასეთი ადამიანები, რადგან 40 ათასამდე თანამშრომელი გვყავს და გამორიცხული არ არის. ბალასტში მე ვგულისხმობდი მხოლოდ ასეთ ადამიანებს", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, თანამდებობებს შეინარჩუნებენ ის თანამშრომლები, რომლებიც სიცოცხლის და ჯანმართელობის რისკის ფასად იცავენ ყველას ოჯახების უსაფრთხოებას.

მღებრიშვილის განმარტებით, ასეთი თანამშრომლები არათუ დარჩებიან, არამედ წახალისდებიან კიდეც სისტემაში.

"მე არაფერი არ აღმომიჩენია. განმარტავ, რომ 40 ათასიან კოლექტივში შესაძლოა იყვნენ ასეთი ადამიანები და ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთი ადამიანები გამოვლენილა და რა არის გასაკვირი, რომ ჩვენ მათგან გავთავისუფლდეთ? ჩემთვის არის შეურაცმყოფელი ის, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს პოლიციას, მუშაობდეს პოლიციაში", - აღნიშნა მღებრიშვილმა.