01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
23.12.2016 / 07:12
შრიფტის ზომა:

რამდენად უსაფრთხოა საქართველოში იმპორტირებული საახალწლო "მაშხალები"

შობა-ახალი წელი ფოიერვერკებისა და სხვა ასაფეთქებელი საშუალებების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა უსაფრთხოების წესების დარღვევას და ვადაგასული ან უხარისხო პიროტექნიკის გამოყენებას, ხშირად სხეულის დაზიანება მოსდევს. რას უნდა დავაკვირდეთ პიროტექნიკის შეძენისას, როგორ უნდა მოვიხმაროთ იგი და რამდენად უსაფრთხოა მცირეწლოვანი ბავშვების მიერ პიროტექნიკის გამოყენება? ამ კითხვებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია "ეტიკის" პრეზიდენტს, ამირან შენგელიას ვესაუბრეთ.

შენგელიას განმარტებით, ჩვენს ქვეყანაში, პიროტექნიკასთან დაკავშირებით კონკრეტული კანონი არ არსებობს, რომელიც მის მოხმარებასა და რეალიზაციას დაარეგულირებს.

"საქართველოში ჩინური წარმოების პიროტექნიკა შემოდის, ასევე ვადაგასული საახალწლო ასაფეთქებელი საშუალებების რეალიზაცია ხდება, რასაც არავინ აკონტროლებს. პიროტექნიკა უსაფრთხო არასდროს არის და ვადის გასვლის შემთხვევაში საკმაოდ საშიშია, ვინაიდან დენთის შემცველი პროდუქციაა," - აღნიშნავს ის.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამირან შენგელია ასევე იხსენებს შემთხვევას, როდესაც მისმა ოჯახის წევრმა ზაფხულში საახალწლო ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიძინა, კარადაზე მოათავსა, თუმცა, პიროტექნიკამ ტემპერატურას ვერ გაუძლო და მოულოდნელად აფეთქდა:

"ჩემი რეკომენდაციაა პიროტექნიკის შეძენისას, აუცილებლად ვნახოთ მისი ვადა, რადგან ხშირად წინა წელს დარჩენილი პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში საწყობში აწყვია, ის სინოტივეს იძენს და გამოყენებისას სახიფათოა".

"მომხმარებელი.გე"-ს დამფუძნებლის, ლია თოდუას თქმით, პიროტექნიკის გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მოედნებზე ან იქ, სადაც ბავშვები თავს იყრიან, აკრძალული არ არის, რაც სახიფათოა.

იგი ასევე საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების კიდევ ერთ პრობლემად მის მცირეწლოვნებზე რეალიზაციას მიიჩნევს და მაგალითად დასავლეთი მოჰყავს, სადაც 12 წლამდე ასაკის ბავშვებზე ე.წ მაშხალების რეალიზაცია აკრძალულია.

"ამ მიმართულებით კანონმდებლობა გვაქვს, ეს არის უსაფრთხოების კოდექსი, რომელიც ამბობს, რომ ბაზარზე განთავსებულიყველა პროდუქცია მომხმარებლისთვის უსაფრთხო უნდა იყოს და მათ შორის, პიროტექნიკის თვალსაზრისით გათვალისწინებულია ის, თუ როგორ არის მიწოდებული, აქვს თუ არა ინსტრუქცია მას..

თუმცა, პიროტექნიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მას ქართულენოვანი ინსტრუქცია არ მოყვება, არ არის მითითებული ქცევის წესები, რომ ხელში მისი აფეთქება არ შეიძლება. ასევე არ წერია შეფუთვაზე იმის შესახებ, თუ რა მანძილი უნდა იყოს ასაფეთქებელსა და ადამიანს შორის," - აღნიშნავს ლია თოდუა.

ამგვარად, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ საახალწლო ფოირვერკებისა და მაშხალების შეძენისას, დავაკვირდეთ ახლავს თუ არა ინსტრუქცია მასქართულ ენაზე და აუცილებლად შევამოწმოთ ვადა, რათა დღესასწაულზე ექსცესები თავიდან ავიცილოთ.

პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს, გამოიყენონ ისინი ინსტრუქციის მიხედვით და მოარიდონ პიროტექნიკას არასრულწლოვანი პირები, რადგან აღნიშნული საშუალებების არასწორად გამოყენება ხშირად სავალალო შედეგებით - ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სრულდება," - ნათქვამია განცხადებაში.

მარიამ მენაბდიშვილი

მკითხველის კომენტარები
(1)

ბელა
06 დეკემბერი , 2017 10:12

არ არის უსაფრთხო, ხელისუფლება! მიიღეთ სათნადო ზომები.......

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რამდენად უსაფრთხოა საქართველოში იმპორტირებული საახალწლო "მაშხალები" | Allnews.Ge