საზოგადოება
16.12.2016 / 06:12
შრიფტის ზომა:

ზამთრის კომუნალური ვაუჩერით მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები ისარგებლებენ

ზამთრის კომუნალური ვაუჩერით მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები ისარგებლებენ

ბოლო წლებია ზამთრის კომუნალური ვაუჩერით თბილისის მოსახლეობა სარგებლობდა, თუმცა მიმდინარე წელს ვაუჩერით სარგებლობას ყველა ვეღარ შეძლებს.

2016 წლის დასაწყისში თბილისის ბიუჯეტში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კომუნალური სუბსიდიის დაფინანსება შემცირდა.

როგორც Allnews.ge-ს, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ამ წელს კომუნალური ვაუჩერით მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები ისარგებლებენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"2016 წლის იანვრიდან თბილისის ბიუჯეტში განისაზღვრა, რომ მიმდინარე წლის ზამთარში კომუნალურ სუბსიდიას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, 200 000 ქულის ჩათვლით რეგისტრირებული მოსახლეობა. ამ პროგრამას ჰქვია კომუნალური სუბსიდირების პროგრამა, არის მიზნობრივი და განკუთვნილია სოციალურად დაუცველი კატეგორიისათვის.

პროგრამა 5 თვეზეა გათვლილი - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი. ამ წელს დარჩენილია ნოემბერი და დეკემბერი და შესაბამისად, ამ ორ თვეში კომუნალური სუბსიდია ერიცხებათ მხოლოდ სოციალურად დაუცველ კატეგორიას. ამ ოჯახებს აბონენტის ნომერზე დაერიცხებათ კომუნალური სუბსიდია კომუნალური გადასახადების - წყლის, დასუფთავების და ელექტროენერგის გადასახდელად.

ვინც ფიქრობს, რომ ეს დახმარება სჭირდება, უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც გაივლიან რეგისტრაციას, იქ შეამოწმებენ ამ ოჯახებს და თუ ეკუთვნით, მათ მიანიჭებენ სოციალურად დაუცველის სტატუსს", - განაცხადეს დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში.

რაც შეეხება თბილისის 2017 წლის ბიუჯეტს, ის ჯერ დამტკიცებული არ არის, როგორც მერიაში აცხადებენ, კომუნალური სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება, თუმცა ის არის მიზნობრივი და შეეხება მხოლოდ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას.

თეა ბეჟიტაშვილი

მკითხველის კომენტარები
(6)

ხოხ!
30 მარტი , 2017 16:03

ადვოკატის განცხადებით საზოგადოებისთვის საშიში არააო,და ერთი აგვიხსნას,წინა ადვოკატიც იგივეს ამბობდა?..იმ ბავშვს სიცოცხლე მოუსწრაფა,დამთავრდა მისი ცხოვრება და სხვაც რომ არ გაუბედურდეს,ამიტომაა უმძიმესი სასჯელის ღირსი,ყველა ვინ დამნაშავეა ავტოავარიაში.

დაა
27 მარტი , 2017 19:03

ეს სურათი ზაფხულშია გადაღებული,მანქანა X5-ია და არა სედანი ბმვ-ბი, რომელებიც ტრაგედიის მიზეზი გახდა,და საერთოდ მგონი საქართველოც არაა...

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რამდენია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი | Allnews.Ge

რამდენია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი

უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის 79 მილიონი, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის გეგმებსა და ბიუჯეტზე ისაუბრა.

"წლევანდელი ბიუჯეტი არის 79 მილიონი, თუმცა აქ ძალიან ბევრი მძიმე რამ არის. 30%-ით შევამცირეთ წარმომადგენლობითი ხარჯები, მივლინების ხარჯები - 26% და ა. შ. ბევრი მტკივნეული რამ გავაკეთეთ და კიდევ ბევრი შემცირების გაკეთება მოგვიწევს. იმიტომ, რომ ბიუჯეტი თავის ხასიათით დეფიციტურია. გარდამავალი ნაშთი, რომელიც ყოველთვის გვქონდა, წელს ნაკლებად გვაქვს, ბიუჯეტი ძალიან პრობლემატური და კრიზისულია. კრიზისულ ბიუჯეტს სჭირდება კრიზისული მართვა, რაც გულისხმობს ზოგადად არაპოპულარულ ნაბიჯებს, მაგრამ აუცილებელს", - განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.

მისი თქმით, სტუდენტების მხრიდან გადაუხდელი თანხები უნივერსიტეტის ბიუჯეტში 3 მილიონს შეადგენს.

"ეს არის ძალიან დიდი თანხა, უნივერსიტეტში ამ თანხით შეიძლება ერთი სასწავლო კორპუსის მთლიანად რეაბილიტაცია მოხერხდეს, ბიუჯეტის სტრუქტურა არის მძიმე, დაახლოებით 80% არის სახელფასო ფონდები, ანუ ხელფასის ანაზღაურება და კომუნალური ხარჯები, 20% რჩება ყველაფერი დანარჩენისთვის ინფრასტრუქტურის ჩათვლით, განვითარების ჩათვლით, უამრავი რამის ჩათვლით, რაც საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის აუცილებელია. ეს არ არის მაინც და მაინც ნორმალური სიტუაცია, თუმცა გვესმის, რომ გამოსასწორებელია და ვიცით, როგორ უნდა გამოვასწოროთ", - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.