01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ახალი წლის დღეებში თბილისში ალკოჰოლით ინტოქსიკაცია 414-მა პირმა მიიღო | Allnews.Ge

ახალი წლის დღეებში თბილისში ალკოჰოლით ინტოქსიკაცია 414-მა პირმა მიიღო

ახალი წლის დღეებში თბილისში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 414 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, 31 დეკემბერს, 1,2 იანვარს და 3 იანვრის 10:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის გამო, თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 414 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 116-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამავე პერიოდში, საკვებით ინტოქსიკაციის გამო, 62 გამოძახება დაფიქსირდა. აქედან 23 -ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დამხარების ცენტრში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი სურათი არ არის სრული, რადგან შესაძლოა ზოგიერთმა პირმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გამოიძახა, თვითმკურნალობას მიმართა ან საავადმყოფოში თავადვე მივიდა.