
საქართველოში ქალების რაოდენობა მამაკაცების რაოდენობას კვლავ სჭარბობს. 2016 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალთა საერთო რაოდენობა 1 940 900-ია, მამაკაცების კი 1 779 500. მოსახლეობის საერთო რაოდენობა კი გასული წლის მონაცემებით, 3 720 400-ია.
ხოლო 2015 წელს ქალთა რაოდენობა დაახლოებით იგივე - 1 940 700 იყო, მამაკაცების კი გაცილებით ნაკლები - 1 773 000.
აღსანიშნავია, რომ 1980-იანი წლებიდან დღემდე ქალების რაოდენობა საქართველოში ყოველთვის სჭარბობდა მამაკაცების რაოდენობას. ამასთან ორივე სქესის წარმომადგენლების რაოდენობას შორის სხვაობა წინა წლებში გაცილებით მეტი იყო.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორ იცვლებოდა საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში
რაც შეეხება მსოფლიო მოსახლეობის საერთო რაოდენობას, ქალთა რაოდენობა ნაკლებია მამაკაცების რიცხოვნობაზე. კერძოდ, მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა რიცხვი საერთო მოსახლეობის 49,6 პროცენტს შეადგენს, და მათი რაოდენობა 2014 წლის მონაცემებით 3,52 მილიარდია.
პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა კი 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, 7,4 მილიარდია. ვარაუდობენ, რომ 2100 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 11 მილიარდს გადააჭარბებს.
როგორ იცვლება დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა წამების განმავლობაში - LIVE
იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Women still outnumber men in Georgia
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოში ქალების რაოდენობა მამაკაცების რაოდენობას კვლავ სჭარბობს. 2016 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალთა საერთო რაოდენობა 1 940 900-ია, მამაკაცების კი 1 779 500. მოსახლეობის საერთო რაოდენობა კი გასული წლის მონაცემებით, 3 720 400-ია.
ხოლო 2015 წელს ქალთა რაოდენობა დაახლოებით იგივე - 1 940 700 იყო, მამაკაცების კი გაცილებით ნაკლები - 1 773 000.
აღსანიშნავია, რომ 1980-იანი წლებიდან დღემდე ქალების რაოდენობა საქართველოში ყოველთვის სჭარბობდა მამაკაცების რაოდენობას. ამასთან ორივე სქესის წარმომადგენლების რაოდენობას შორის სხვაობა წინა წლებში გაცილებით მეტი იყო.
როგორ იცვლებოდა საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში
რაც შეეხება მსოფლიო მოსახლეობის საერთო რაოდენობას, ქალთა რაოდენობა ნაკლებია მამაკაცების რიცხოვნობაზე. კერძოდ, მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა რიცხვი საერთო მოსახლეობის 49,6 პროცენტს შეადგენს, და მათი რაოდენობა 2014 წლის მონაცემებით 3,52 მილიარდია.
პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა კი 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, 7,4 მილიარდია. ვარაუდობენ, რომ 2100 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 11 მილიარდს გადააჭარბებს.
როგორ იცვლება დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა წამების განმავლობაში - LIVE
იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Women still outnumber men in Georgia
მკითხველის კომენტარები
(3)
ამიტომ ორცოლიანობა შემოვიღოტ))))))))
ბლომად არაიანო, ე.ი. სახოცავად კიდევ დიდხანს ეყოფათ კაცებსო