
2017 წლის ბოლოს, როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის გაჭრა დასრულდება, რომელიც პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს დააკავშირებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 900 000 ლარით დაფინანსდა.
წლების განმავლობაში გზის არარსებობის გამო, საზღვრისპირა სოფელი არხოტი ნელ-ნელა დაიცალა.
ამ დროისთვის იქ 4 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაგან ზამთარში მხოლოდ 2 რჩება. გარდა სტრატეგიული დატვირთვისა, პროექტის განხორციელებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ეკონომიკური წინსვლისთვის. იგი ხელს შეუწყობს ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. სოფელ არხოტში ათობით ოჯახის დაბრუნება, რაც მხარის შენარჩუნების, საზღვრის გაძლიერების, ტერიტორიების დაცვისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
აღნიშნული პროექტების განხორციელების შემდეგ, ქვეყანაში მეტი ტურისტის მიღებას ვარაუდობენ, რომელთა სიმრავლე ადგილობრივ მოსახლეობაზე პოზიტიურად იმოქმედებს და მათ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს გააუმჯობესებს.
ნანა მღებრიშვილი