
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.
მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და ბრალდებულს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე შეუფარდა. შესაბამისად, გაჩეჩილაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ბრალდება რატი გაჩეჩილაძისთვის 5 000-ლარიან გარაოს მოითხოვდა. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. მათი თქმით, რატი გაჩეჩილაძე აღმკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო, ხოლო გირაო უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო. დაცვის მხარემ გირაოს ოდენობად სასამართლოს მინიმალური, ათასი ლარი შესთავაზა. საბოლოოდ, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა და გაჩეჩილაძეს 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სხდომის დასრულების შემდეგ რატი გაჩეჩილაძე დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და სასამართლოს ტერიტორია სირბილით დატოვა.
წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს 13.00 საათზე გაიმართება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.
მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და ბრალდებულს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე შეუფარდა. შესაბამისად, გაჩეჩილაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ბრალდება რატი გაჩეჩილაძისთვის 5 000-ლარიან გარაოს მოითხოვდა. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. მათი თქმით, რატი გაჩეჩილაძე აღმკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო, ხოლო გირაო უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო. დაცვის მხარემ გირაოს ოდენობად სასამართლოს მინიმალური, ათასი ლარი შესთავაზა. საბოლოოდ, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა და გაჩეჩილაძეს 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
სხდომის დასრულების შემდეგ რატი გაჩეჩილაძე დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და სასამართლოს ტერიტორია სირბილით დატოვა.
წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს 13.00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები
(0)