06 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პრეზიდენტის სიძეს მინდია გოგოჭურს საავადმყოფოდან დღეს ან ხვალ გაწერენ | Allnews.Ge

პრეზიდენტის სიძეს მინდია გოგოჭურს საავადმყოფოდან დღეს ან ხვალ გაწერენ

პრეზიდენტის სიძეს მინდია გოგოჭურს რესპუბლიკური საავადმყოფოდან სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გაწერენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკური საავადმყოფოდან აცნობეს. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ მოხდება მისი გაწერა. ეს დამოკიდებულია გოგოჭურის მკურნალ ქირურგზე ილია წერეთელზე", - აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური 11 იანვარს ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს.

იგი პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო 118-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მინდია გოგოჭურთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს.