განათლება
24.04.2018 / 08:04
შრიფტის ზომა:

ნათია მეზვრიშვილი - სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის

ნათია მეზვრიშვილი - სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის

მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებას და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა, რომლის მთავარ არსს მანდატურის სამსახურის რეფორმირება წარმოადგენს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მოსწავლეების დაცვას ემსახურება, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟება როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე. იზრდება კოორდინაცია სამინისტროებს შორის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თუკი არსებობს მოსწავლეებს შორის კონფლიქტის სკოლის გარეთ გაგრძელების საშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აიცილოს. იზრდება მოთხოვნები თავად მანდატურის მიმართ. იცვლება მანდატურების დანიშვნის წესი – მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახური დანიშნავს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მანდატურების უფლებამოსილების გაზრდის ფონზე, კანონი იცავს ბალანსს სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვას შორის.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ყველა უფლებამოსილება, რასაც მანდატურის სამსახური განახორციელებს, იქნება ეს უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერება, მოსწავლის შეყოვნება, თუ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ყველა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სკოლის წარმომადგენელი და ასევე მოსწავლის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივაა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

2016 წელს სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა | Allnews.Ge

2016 წელს სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სიმთვრალის გამო 30 174 მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდა, - ამის შესახებ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა ავარიების გამომწვევი მიზეზების სამეულში კვლავ რჩება.

რაც შეეხება ჯარიმის გადახდის შემთხვევაში მართვის მოწმობის დაბრუნების ტენდენციას, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამაზე გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული უფლება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს აქვს და რამდენადაც მისთვის ცნობილია, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ამ დისკრეციას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მართვის მოწმობის ჩამორთმევა პირველად ხდება.

"კანონიდან გამომდინარე, ეს დისკრეცია აქვს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, რომ მძღოლს მართვის მოწმობის ჩამორთმევა ჯარიმით შეუცვალოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ამ დისკრეციას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მართვის მოწმობის ჩამორთმევა პირველად ხდება.

მაგალითად, შეიძლება ვიღაც 10 წლის განმავლობაში მართავდეს ავტომანქანას და პირველად მოხდეს, რომ სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა ჩამოართვან. გადაწყვეტილება მიიღება ამ და სხვა სამართალდარღვევათა რაოდენობის გათვალისწინებით. თუ პირს ალკოჰოლური თრობის გამო რამდენჯერმე აქვს ჩამორთმეული მართვის მოწმობა, ამ შემთხვევაში, დისკრეციის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი უარს ეტყვის თანხის გადახდის სანაცვლოდ საბუთის დაბრუნებაზე. ანუ აქ საკმაოდ გამკაცრებულია მიდგომა", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჩამორთმეული 30 ათასი მართვის მოწმობიდან, ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ საბუთი უკან მაქსიმუმ 10%-ს დაუბრუნდა.